ვამეყ I დადიანი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ვამეყ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ვამეყ |
ვამეყ I დადიანი, ოდიშის ერისთავი 1384-1396, ჰქონდა მანდატურთუხუცესის ტიტული. ერთიანი საქართველოს მეფეებთან ერთად ებრძოდა განკერძოების მოსურნე იმერეთის ერისთავებს. 1392 დაამარცხა იმერეთის ერისთავი გიორგი I, რომელიც ამ ბრძოლაში დაიღუპა. ვამეყ I დადიანის დახმარებით საქართველოს მეფემ გიორგი VII-მ, თემურლენგის შემოსევათა მიუხედავად, თავისი ძალაუფლება განამტკიცა დასავლეთ საქართველოში. ვამეყ I დადიანმა წარმატებით ილაშქრა ჯიქეთში და იქიდან წამოღებული მარმარილოს სვეტებითა და ფიქლებით ხობის ეკლესიას თავისი მშობლების საძვალე მიაშენა. მისივე თაოსნობით მოხატეს წალენჯიხის ეკლესია.