პერგამონის საკურთხეველი
ვიკიპედიიდან
პერგამონის საკურთხეველი, ან პერგამონის ალტარი გრანდიოზული სტრუქტურა აგებული ძვ. წ. II საუკუნეში ძველი საბერძნეთის ქალაქ პერგამონში (ასევე ცნობილი როგორც პერგამუმი, დღევანდელი ბერგამა თურქეთში), ჩრდილოდასავლეთ ანატოლიაში, ეგეოსის ზღვიდან 25,74 კმ-ში. ტაძარი ზევსს ეკუთვნოდა.
საკურთხეველი ოსმალეთის იმპერიიდან გერმანელ არქეოლოგთა ჯგუფმა კარლ ჰუმანის ხელმძღვანელობით თავდაპირველი გათხრების ადგილიდან გერმანიაში გაიტანა და ხელახლა ააწყო იგი ბერლინის პერგამონის მუზეუმში XIX საუკუნეში, სადაც მისი ხილვა დღესაც შეიძლება სხვა მონუმენტურ სტრუქტურებთან ერთად, როგორიცაა მილეთის ბაზრის კარიბჭე და ბაბილონის იშთარის კარიბჭე.