კორსიკა
ვიკიპედიიდან
კორსიკა (ფრანგ. Corse, კორს. Corsica) არის კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, სარდინიის ჩრდილოეთით. იგი საფრანგეთის ავტონომიური რეგიონია, რომელიც შედგება 2 დეპარტამენტისაგან: Corse-du-Sud, Haute-Corse.
- ფართობი – 8,7 ათასი.
- მოსახლეობა – 250 ათასი, მათ შორის ძირძველი კორსიკელები 50%-ზე ნაკლებია.
- ენები: ადგილობრივი მოსახლეობა იტალიური ენის კორსიკულ დიალექტებზე მეტყველებს.
- ქალაქები: აიაჩო და ბასტია.
კორსიკის სპეციალური სტატუსი იმით განისაზღვრება, რომ მუშაობს 61 წევრიანი რეგიონული პარლამენტი, რომელიც საფრანგეთის ეროვნული კრების კანონშემოქმედებით საქმიანობას აკვირდება. კორსიკა საფრანგეთს ეკუთვნის 1768 წლიდან, მანამდე გენუის იტალიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ალჟირის განთავისუფლების შემდეგ, იქ მცხოვრები ფრანგები, ე.წ. Pieds-Noirs (შავფეხიანები) ძირითადად კორსიკაში დასახლდნენ. ამან კორსიკელ ნაციონალისტებს მისცა საბაბი თავი საფრანგეთის კოლონიად მიეჩნიათ.
ცნობილი კორსიკელები იყვნენ: ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც საფრანგეთის იმპერატორი გახდა ნაპოლეონ I-ის სახელით (1801 - 1815), აგრეთვე მომღერალი ტინო როსი (1907 - 1983).