დაღესტანი
ვიკიპედიიდან
დაღესტანი (სრული სახელწოდება დაღესტნის რესპუბლიკა , რუს.: Респу́блика Дагеста́н) — რუსეთის ფედერალური სუბიექტი (რესპუბლიკა). რუსეთის უდიდესი რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, მოსახლეობითაც და ტერიტორიულად.
[რედაქტირება] ეტიმოლოგია
სიტყვა "დაღესტანი" ან "დაღსტანი" ნიშნავს "მთების ქვეყანას", მომდინარეობს თურქული სიტყვისგან "dağ" (დაღ), რაც ნიშნავს მთას და სპარსული სუფიქსის მნიშვნელობიდან - "ქვეყანა". სპარსულად და არაბულად მისი სახელია داغستان.