დასავლეთი აზია
ვიკიპედიიდან
დასავლეთი აზია - ბუნებრივი რეგიონი აზიაში, მოიცავს მცირე აზიის ნახევარკუნძულს, სომხეთისა და ირანის მთიანეთების დიდ ნაწილს, არაბეთის ნახევარკუნძულს, მესოპოტამიის დაბლობს და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს კვიპროსის ჩათვლით. ფართობი დაახლოებით 7,5 მლნ კვ.კმ. რელიეფში ჭარბობს ზეგნები, განაპირა მხარეებში - მთები. დიდი ადგილი უკავია უდაბნოებს, ნახევარუდაბნოებს, სტეპებს. სამხრეთ-დასავლეთ აზიის ტერიტორიაზე მოიაზრებენ შემდეგ სახელმწიფოებს:
- მცირე აზია: თურქეთი (ევროპული ნაწილის გამოკლებით).
- ახლო აღმოსავლეთი: ისრაელი, სირია, ლიბანი, იორდანია, ეგვიპტე (სინაის ნახევარკუნძული), ერაყი.
- არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები: საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, იემენი.
- ირანის პლატო: ირანი.
- კავკასია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი (უკიდურესი სამხრეთი ნაწილი).
დასავლეთი აზია ხშირად სამხრეთ-დასავლეთ აზიად მოიხსენიება.