ასპინძის რაიონი
ვიკიპედიიდან
ასპინძის რაიონი - ადმინისტრაციული რაიონი სამცხე-ჯავახეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან - ახალციხის მაზრაში ტოლოშის რაიონის სახელით, 1930 წლიდან - ცალკე ტოლოშის რაიონია, 1933 წლიდან - იმავე საზღვრებში ასპინძის რაიონის სახელით. რაიონის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია თრიალეთის მთების კალთებით, სამხრეთიდან - ერუშეთის მთების კალთებით. ტერიტორია შეადგენს 825 კვ.კმ-ს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 540 კვ.კმ. რაიონის მთავარი მდინარეა მტკვარი. მისის შენაკადებია: ფარავანი, ოთა, ოშორა და სხვები. თმოგვსა და ხერთვისს შორის მდებარეობს წუნდის ტბა. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ბაზალტი, მარმარილო, თიხა, მინერალური წყლები.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 13 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 16 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 21 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 20 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- დაბის საკრებულო - 1: ასპინძა;
- თემის საკრებულო - 7: ვარგავის, იდუმალას, ნაქალაქევის, ორგორის, ტოლოშის, ძველის, ხიზაბავრის;
- სოფლის საკრებულო - 4: აწყვიტა, დამალა, ოთა, რუსთავი.
[რედაქტირება] ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მიწათმოქმედება, მეხილეობა, მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და უმთავრესად ადგილობრივი დანიშნულებისაა. აქ არის ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ვარძიაში, ასევე ტურისტული ბაზა "ვარძია".
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 22 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 24 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
ასპინძის რაიონში შემორჩენილია ქართული კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის აღსანიშნავია: ვარძია, ვანის ქვაბები, თმოგვი, ხერთვისი.
სამცხე-ჯავახეთის მხარე | |
ადიგენის რაიონი | ასპინძის რაიონი | ახალქალაქის რაიონი | ახალციხის რაიონი | ბორჯომის რაიონი | ნინოწმინდის რაიონი |