ანდის ქედი
ვიკიპედიიდან
ანდის ქედი, ქედი კავკასიონის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და დაღესტნის საზღვრებზე. მდინარეების ანდის ყოისუს, სუნჟისა და თერგის ქვემო დინების აუზების წყალგამყოფი. სიგრძე დაახლოებით 60 კმ, სიმაღლე 2736 მ-მდე. აგებულია ცარცული კირქვებით. ფერდობები შემოსილია წიფლისა და რცხილის ტყეებით, სამხეთი ფერდობები - მთის მდელოსტეპებით და ბუჩქნარებით, თხემზე მდელოებია.