ანდის ყოისუ
ვიკიპედიიდან
ანდის ყოისუ, მდინარე საქართველოსა (ახმეტის რაიონი) და დაღესტანში, სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე. წარმოიქმნება თუშეთის ალაზნისა და პირიქითი ალაზნის შეერთებით. სიგრძე (თუშეთის ალაზნის სათავიდან) 203 კმ, აუზის ფართობი 4820 კმ². მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, აჩენს ჭორომებსა და ჩანჩქერებს. იერთებს მრავალ მთის მდინარეს. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, ზემო დინებაში - მყინვარებითაც. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულში იცის, წყალმცირობა - ზამთარში. უერთდება მდ. ავარიის ყოისუს და ქმნის მდინარე სულაკს.