ვიკიპედიიდან
21 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 294-ე დღე (ნაკიან წლებში – 295-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 71 დღე.
- ძვ. წ. 2137 : ჩინეთში მზის დაბნელების პირველი აღწერა.
- ძვ. წ. 63 : კონსული ციცერონი რომის სენატში წარმოთქვავს სიტყვას კატალინაას წინააღმდეგ.
- 1512 : მარტინ ლუთერი ვიტენბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ხდება.
- 1520 : ფერნანდო მაგელანი გადის ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელ სრუტეზე, რომელსაც შემდგომში მისი სახელ დაერქვა.
- 1805 : ტრაფალგარის ბრძოლა - ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ადმირალ ლ. ნელსონის მეთაურობით ესპანეთის სანაპიროსთან დაამარცხა საფრანგეთისა და ესპანეთის ფლოტი. ეს დღე გახდა ბრიტანული ფლოტის დომინირების პერიოდის დასაწყისი, რომელიც მე-20 საუკუნემდე გაგრძელდა.
- 1824 : ჯოზეფ ასპდინი აპატენტებს პორტლანდცემენტს.
- 1858 : პარიზში კანკანი შესრულდა პირველად.
- 1934 : მაო ძე-დუნმა დაიწყო "დიდი მარში".
- 1945 : საფრანგეთში ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიიღეს.
- 1945 : არგენტინის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი ხუან პერონი მსახიობ ევიტაზე ქორწინდება.
- 1959 : ნიუ-იორკში გაიხსნა სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმი, შენობის პროექტის ავტორი იყო ფრენკ ლოიდ რაიტი.
- 1967 : ვაშინგტონში გაიმართა საპროტესტო აქცია ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ. 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარალელურად მსგავსი დემონსტრაციები ჩატარდა იაპონიაში და დასავლეთ ევროპაში.
- 1983 : წონისა და ზომის მე-17 საყოველთაო კონფერენციაზე განისაზღვრა მეტრი სინათლის სიჩქარესთან მიმართებაში, როგორც დისტანცია, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299,792,458 წამში.
- 1994 : ჩრდილოეთ კორეა და აშშ ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც ჩრდილოეთ კორეას აიძულებს გააჩეროს ბირთვული იარაღის პროგრამა და ინსპექციების ნება დართოს.
- 2006 : სოფ. მირზაანში ჩატარდა ფიროსმანობა.
- 1328 : ჩჟუ იუანჩჟანი - ჩინეთის იმპერატორი
- 1675 : ჰიგასიამა - იაპონიის იმპერატორი
- 1790 : ლამარტინი, ალფონს დე - ფრანგი პოეტი
- 1833 : ნობელი, ალფრედ - შვედი გამომგონებელი (გ.1896)
- 1847 : ფავარო, ანტონიო - იტალიელი მათემატიკოსი
- 1881 : დავისონი, კლინტონ - ამერიკელი ფიზიკოსი.
- 1904 : წერეთელი, გიორგი ვასილის ძე - ქართველი ენათმეცნიერი
- 1925 : კრუზი, სელია - კუბელი მომღერალი
- 1929 : ლე გიუნი, ურსულა - ამერიკელი მწერალი
- 1945 : მიხალკოვი, ნიკიტა - რუსი მსახიობი და რეჟისორი
- 1949 : ნეტანიაჰუ, ბენიამინ - ისრაელის პრემიერ მინისტრი
- 1957 : კეტერლე, ვოლფგანგ - გერმანელი ფიზიკოსი
- 1964 : კარინი, ჯონ - ამერიკელი მუსიკოსი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: