Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ჩინეთი - ვიკიპედია

ჩინეთი

ვიკიპედიიდან

ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
中华人民共和国


ჩინეთის დროშა


ჩინეთის გერბი

ფართობი: 9 596 960 კმ²
მოსახლეობა: 1 306 314 000 (2003)
დედაქალაქი: პეკინი
სახელმწიფო ენა: ჩინური
პრეზიდენტი: ჰუ ძინტაო
პრემიერ-მინისტრი: ვენ ძიაბაო
სახელმწიფო ჰიმნი: ”მოხალისეთა მარში ”
ვალუტა: იუანი
დროის ზონა: UTC + 8
ინტერნეტის დომენი: CN
სატელეფონო კოდი: 86

 ჩინეთის მდებარეობა

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
  • ჩინური: Zhonghua Renmin Gongheguo.
  • ეტიმოლოგია: ევროპულ ენებში სახელი Chine, China, Cina მომდინარეობს ცინის დინასტიისაგან. თვით ჩინელები თავის ქვეყანას უწოდებენ (ჩუნგო), რაც „შუა სახელმწიფოს“ ნიშნავს.
  • ქვეყნის კოდი: CN.


[რედაქტირება] გეოგრაფია

გაზარდეთ

ქვეყანა აზიაში, უკავია კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, ბუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთი კორეა, მონღოლეთი.

  • ფართობი: 9.597.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 14,000 კმ; სახმელეთო - 20,000 კმ.
  • ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორის გობის უდაბნო) უჭირავს. გეოგრაფიული რაიონები - აღმოსავლეთი ჩინეთი, ტიბეტის ზეგანი, კუნლუნის მთები და ჰიმალაები, ტარიმის და ჯუნგარის აუზები, შიგა მონგოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები; უმაღლესი მწვერვალიჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ). მდინარეები (კმ) – იანძი 5.500; ხუანხე 4.700; ამური 4.300; მეკონგი 4.200 კმ; ტბები (კვ.კმ) - ცინხაი-ჰუ 4.000, დონტინ-ჰუ 3.100, ლოპ-ნორი 2.500, ჰულუნ-ნორი 2.400, ტაი-ჰუ 2.240; კუნძული - ჰაინანი 33.670 კვ.კმ; კლიმატი - სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
  • ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა, ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.

[რედაქტირება] სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: სოციალისტური რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: თავმჯდომარე ჰუ ძინტაო (HU Jintao, 2003-დან).
  • საკანონმდებლო ორგანო: სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრება (2985 წევრი, მსოფლიოში უდიდესი პარლამენტი).


[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 23 პროვინცია (sheng - მათ შორის ტაივანი), 5 ავტონომიური რეგიონი (zizhiqu), 4 მუნიციპალიტეტი (shi), 2 სპეციალური ავტონომიური რეგიონი (ჰონკონგი და მაკაო).

ტაივანიგუანსი-ჯუანიშიგა მონღოლეთინინძია-ხუეისინძიანიტიბეტიჰონკონგიმაკაო


[რედაქტირება] დემოგრაფია

ჩინეთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში.

  • მოსახლეობა: 1.286.975 ათასი (2003), მათ შორის - ჩინელები - 92%. ეროვნული უმცირესობებია ტიბეტელები, უიღურები, ჩჟუანგები და მონღოლები.
  • ენები: სტანდარტული ჩინური (მანდარინი), ჩინური დიალექტები: კანტონის (იუე), შანხაის (ვუ), ფუჯოუს (მინბეი) და სხვა.
  • ქალაქები: პეკინი (6.619; აგლომ. 9.376); შანხაი (9.005; აგლომ. 12.040), ტიანძინი (4.333; აგლომ. 6.809), შენიანი (3.574; აგლომ. 6.473), უხანი (3.960; აგლომ. 4.496), გუანჯოუ (3.474; აგლომ. 5.280), ხარბინი (2.905; აგლომ. 4.493), სიანი (2.642; აგლომ. 2.988), ჩუნცინი (2.370; აგლომ. 7.039).

[რედაქტირება] ეკონომიკა

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 1.055 მლრდ $ (მე-7 ადგილი); 1 სულზე - 860 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 19, მრეწველობა 49, მომსახურება 32.
  • ექსპორტი: ჩაი, ხორცის პროდუქტები, შალი და ბამბა, ნავთობი, მინერალები, ქიმიკატები, მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. ჩინეთი მარცვლეულის, ბრინჯის, ბამბის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
  • ბიუჯეტი: 224,800 მლნ $.
  • ვალუტა: იუანი (CNY).


[რედაქტირება] ისტორია

ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო ცივილიზაცია ბევრითაა დავალებული ჩინელებისაგან. მათ გამოიგონეს ქაღალდი და დენთი, მოიფიქრეს საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული და კომპასი, ასევე ბეჭდვის ტექნოლოგია, ლაქი, ფაიფური, აბრეშუმი და ფეიერვერკი მრავალ სხვათა შორის. π-ს (ბერძ. პი) მნიშვნელობა გამოთვლილ იქნა მე-5 საუკუნის მათემატიკოსის ზუ ჩონჟის მიერ მე-7 ხარისხის ათწილადამდე. სუნ ძუს ომის ხელოვნება დაწერილი ძ.წ. მე-6 საუკუნეში დღემდე ადამიანთა ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანეს დოქტრინად ითვლება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა მაო ძე-დუნმა 1949 წელს, მიღებულ იქნა საბჭოური ტიპის კონსტიტუცია. 1971 წლიდან გაეროს წევრია. 80-იან წლებში კომუნისტმა-რეფორმატორებმა გაატარეს ეკონომიკური რეფორმები და ჩინეთმა გიგანტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა, გაუმჯობესდა ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. რეფორმები არ შეხებია პოლიტიკურ სისტემას და თავისუფლებებს. ცენტრალურ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს ტაივანთან და ტიბეტთან ურთიერთობებში.

[რედაქტირება] მემკვიდრეობა

  • პეკინი - ცის სასახლე (XV ს.), მინის და ძინის დინასტიების სამეფო სასახლეები, საზაფხულო სასახლე და საიმპერიო ბაღი;
  • შანხაი - ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი, XVI ს-ის ბაღი, ტაძრები;
  • ლჰასა - დალაი-ლამას სასახლე პოტალა (XVII ს.);
  • სიანი - ცინის დინასტიის პირველი იმპერატორის მავზოლეუმი;
  • სხვა - ჩინეთის დიდი კედელი; ტაიშანის წმინდა მთა შანდუნის პროვინციაში, კონფუცის ტაძარი და სასაფლაო კუფუში; მოგაოს მღვიმეები, ლუშანის ეროვნული პარკი და უამრავი სხვა.

[რედაქტირება] ცნობილი ჩინელები (XX ს.)

  • მეცნიერები - კონფუციუსი, ლაო ძი, სუნ ძუ
  • პოლიტიკოსები - სუნ იატ-სენი, ჩან კაი-ში, მაო ძე-დუნი, დენ სიაო-პინი;
  • მსახიობები - ჯეკი ჩანი, ბრუს ლი, ჯენ ჰი;
  • სპორტსმენები - სიე ჟუნი (ჭადრაკი).

[რედაქტირება] აგრეთვე იხილეთ

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com