ცეკვა
ვიკიპედიიდან
ცეკვა არის ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას თავიდან რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისათვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა.
ქრისტიანობამდელ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიტუალურ ცეკვებს, ძველი ბერძნული ცეკვები დღემდე ახდენენ ზეგავლენას თანამედროვე ცეკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ხალხურ ცეკვებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ, აღმოსვლური ცეკვების ტრადიცია მას ბევრად წინ უსწრებს. ყველა ხალხს ცეკვის თავისებური, მისთვის დამახასიათებელი, ფორმა აქვს შექმნილი. ამ საფუძველზეა შექმნილი სცენური ცეკვა – ბალეტი.
პროფესიული ცეკვა, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, გახდა ევროპული კლასიკური ცეკვის, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ქვეყნების საცეკვაო სისტემების საფუძველი. კლასიკური ტრადიცია მე-15 საუკუნით თარიღდება (იტალია), ცეკვების პირველი დაბეჭდილი ტესტები – მე-16 საუკუნით (საფრანგეთი). პირველი საცეკვაო სკოლა პარიზში გაიხსნა მე-17 საუკუნეში. თანამედროვე ცეკვები მე-20 საუკუნის პირმშოა.
[რედაქტირება] ცეკვის სტილები და სახეები
ცეკვის სტილები:
- ბალეტი - კლასიკური ცეკვა - თანამედროვე ცეკვა - აღმოსავლური ცეკვა - ხალხური ცეკვა
ქართული ცეკვა:
- აჭარული - განდაგანა - კინტაური - ლეკური - ფერხული
უცხოური ცეკვა:
[რედაქტირება] სხვადასხვა
ცნობილი მოცეკვავეები:
- ასტერი, ფრედ - ბრაუნი, ჯეიმს - დუნკანი, იზედორა - კარსონი, კაროლინ - მატა ხარი - ნოვერი, ჟან ჟორჟ - რამიშვილი, ნინო - როჯერსი, ჯინჯერ - სუხიშვილი, ილია
იხილეთ აგრეთვე: