ყაზახები
ვიკიპედიიდან
ყაზახები - ხალხი, ყაზახეთის ძირითადი მოსახლენი (6,54 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე უზბეკეთში – 808 ათ., თურქმენეთში – 87 ათ., ყირგიზეთში – 37 ათ., ტაჯიკეთში, რუსეთის ფედერაციაში – 635,9 ათ.; ჩინეთში – 1,115 მლნ, მონღოლეთში – 125 ათ.
- სახელები: თვითწოდება - კაზაკ; ფრანგულად - Kazakhs; რუსულად - Казахи.
- საერთო რაოდენობა: 9,42 მლნ.
- ენა: ყაზახური.
- მორწმუნეები: სუნიტი მუსულმანები.