Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ტაჯიკეთი - ვიკიპედია

ტაჯიკეთი

ვიკიპედიიდან

ტაჯიკეთი
Flag of Tajikistan
ტაჯიკეთის გერბი
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთის გერბი
დევიზი: (არ აქვს)
 Location of Tajikistan
სახელმწიფო ენა ტაჯიკური
დედაქალაქი დუშანბე
პრეზიდენტი ემომალი რახმონოვი
პრემიერ-მინისტრი აკილ აკილოვი
ფართობი
 - ხმელეთი
 - % წყალი
სიდიდით 92-ე
143,100 კვ.კმ
0,3%
მოსახლეობა
- რაოდენობა
- სიმჭიდროვე
სიდიდით 95-ე
6,863,700
48/km²
დამოუკიდებლობა
 - თარიღი
სსრკ-დან
9 სექტემბერი 1991
ვალუტა სომონი
დროის ზონა დზკ +5
სახელმწიფო ჰიმნი ”სურუდი მილი”
ინტერნეტის დომენი .tj
სატელეფონო კოდი 992

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: ტაჯიკეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Тоҷикистон / تاجکستان; Jumhurii Tojikiston.
  • ეტიმოლოგია: სახელწოდება სავარაუდოდ თურქული tasi-საგან უნდა მომდინარეობდეს, რაც ”მუსლიმს” ნიშნავს.

[რედაქტირება] გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. იგი ესაზღვრება ჩინეთს, ავღანეთს, უზბეკეთს და ყირგიზეთს. ფართობი 143.100 კვ.კმ-ს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი მთებს უკავია, მათ შორის ტიანშანს. ტერიტორიის ნახევარი 3 ათას მეტრზე მაღლა მდებარეობს. ტაჯიკეთის საზღვარი ავღანეთთან გადის ამუ-დარიასა და ფიანჯზე.

[რედაქტირება] სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ე. რახმონოვი (1994 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (63+33 წევრი).

[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა

ტაჯიკეთის ადმინისტრაციული ერთეულებია - 3 ოლქი (viloyat - ხატლონის, სოგდის, კაროტეგინის) და 1 ავტონომიური ოლქი (viloyati mukhtor – მთიანი ბადახშანი). გარდა ამისა, დედაქალაქ დუშამბეს დაქვემდებარებაშია საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

[რედაქტირება] დემოგრაფია

  • მოსახლეობა - 6.863 ათასი (2003), მათ შორის 65% ტაჯიკი, 25% უზბეკი, 3,5% რუსი.
  • სახელმწიფო ენა - ტაჯიკური. სხვა ენები - რუსული.
  • რელიგია - ისლამი.
  • დედაქალაქი - დუშანბე (590 ათასი), დიდი ქალაქები - ხუჯანდი (ყოფ. ლენინაბადი, 156), კულობი (ყოფ. კულიაბი, 82), კურგონტეპა (ყოფ. კურგან-ტიუბე, 63), უროტეპა (ყოფ. ურა-ტიუბე, 54).

[რედაქტირება] ეკონომიკა

ტაჯიკეთი ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა არა მარტო დსთ-ს სივრცეში, არამედ მსოფლიოში. მისი მთავარი რესურსებია: ჰიდროენერგია, ნავთობის მცირე მარაგი, ურანი, ვერცხლისწყალი, მურა ქვანახშირი, ტყვია, თუთია, ვოლფრამი, ვერცხლი, ოქრო. შემოსავლების წყაროა საექსპორტო პროდუქტები - ბამბა, კვების პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, ლითონები. ეროვნული ვალუტა - სომონი;

[რედაქტირება] უახლესი ისტორია

1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1991-1993 წლებში რეგიონულ კლანურ დაჯგუფებებს შორის გაჩაღდა მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირება, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 1997 წელს ცეცხლი შეწყვეტილ იქნა, რამაც 1999 წელს არჩევნების ჩატარება გახადა შესაძლებელი. ქვეყნის სამხრეთ საზღვრებს რუსეთის ჯარი იცავს, რომელიც ამგვარად ანეიტრალებს ავღანეთიდან შუა აზიის რეგიონში ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელების საფრთხეს. 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ტაჯიკეთის ტერიტორიაზე აშშ-ს ბაზა განლაგდა.

[რედაქტირება] კულტურა

ტაჯიკეთი კულტურის თვალსაზრისით მჭიდროდაა დაკავშირებული უზბეკეთთან, ირანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ცნობილია შუა საუკუნეების ბევრი ტაჯიკი მოღვაწე, მწერალი თუ მეცნიერი, რომლებიც ირანულ კულტურულ სამყაროსთან ასოცირდება (ომარ ხაიამი, იბნ-სინა და სხვა). საბჭოთა ეპოქაში რეგიონის ეთნოკულტურული თავისებურებების გაუთვალისწინებლად ეროვნულ რესპუბლიკებს შორის საზღვრების ხელოვნურმა დაწესებამ ეს ერთიანობა დაარღვია. ამ ეპოქიდან ცნობილია ტაჯიკური თეატრი და რამდენიმე ნოველისტი.



დსთ–ს ქვეყნები
აზერბაიჯანი | ბელარუსი | თურქმენეთი | მოლდოვა | საქართველო | რუსეთი | სომხეთი | ტაჯიკეთი | უზბეკეთი | უკრაინა | ყაზახეთი | ყირგიზეთი
Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com