უორჰოლი, ენდი
ვიკიპედიიდან
ენდი უორჰოლი (Andy Warhol; 6 აგვისტო, 1928 – 22 თებერვალი, 1987) — ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ასევე მოღვაწეობდა როგორც გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთერთი დამფუძნებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.
უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით, ყოველდღიური ობიექტების, როგორიცაა კემპბელის სუპის ქილების, ყაყაჩოს ყვავილების გამოსახულებებით და ბანანით ველვეტ ანდეგრაუნდის როკ-მუსიკის ალბომზე, ასევე მეოცე საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორის მისი სტილიზებული პორტრეტებით.
ხელოვნების სამყაროს გარეთ უორჰოლი ცნობილია ციტატით "მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი 15 წუთით". მოგვიანებით რეპორტიორებს მან განუცხადა: "ჩემი ახალი ფრაზაა: თხუთმეტ წუთში ყველა ცნობილი გახდება".