Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
პრესლი, ელვის - ვიკიპედია

პრესლი, ელვის

ვიკიპედიიდან

ელვის პრესლი თეთრ სახლში, 1970.
გაზარდეთ
ელვის პრესლი თეთრ სახლში, 1970.

ელვის აარონ პრესლი (* 8 იანვარი, 1935 ― † 16 აგვისტო, 1977), უდიდესი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, ასევე ცნობილი როგორც როკენროლის მეფე.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

[რედაქტირება] ბავშვობა და სკოლის წლები

დაიბადა ქალაქ ტუპელოში, მისისიპის შტატში, გლედის ლავ სმითისა და ვერნონ ელვის პრესლის ოჯახში. მისი იდენტური ტყუპისცალი ძმა, ჯესი გერონი დაბადებისთანავე გარდაიცვალა. 1941 წელს ელვისი სკოლაში შევიდა. თუმცა ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა, მშობლები დიდი შრომის ფასად ახერხებდნენ, შვილს გაჭირვება არ ეგრძნო. 10 წლის იყო, როცა მიიღო მონაწილეობა ტუპელოში გამართულ სიმღერის კონკურსში: სკამზე შემდგარმა, მიკროფონს რომ მისწვდენოდა, იმღერა "Old Shep" ათასობით მაყურებლის წინაშე და მიიღო მეორე პრიზი – 5 დოლარი და მთელი წლით კარუსელებზე უფასოდ სეირნობის უფლება. 1946 წელს მას დაბადების დღეზე მშობლებმა პირველი გიტარა აჩუქეს, რაშიც $12.95 გადაიხადეს. 1948 წელს ოჯახი ქალაქ მემფისში (ტენესის შტატი) გადავიდა. ტენესის შტატის უმდიდრესმა მუსიკალურმა ტრადიციებმა მოხიბლეს ელვისი. ქანთრი, რითმ ენდ ბლუზი და გოსპელი აყალიბებდა მის მუსიკალურ გემოვნებას. ელვისი ორიგინალური სტილით გამოირჩეოდა, ჰქონდა გრძელი თმები და ბაკენბარდები, რასაც მისთვის ხშირად პრობლემებიც შეუქმნია. მწვრთნელმა გარიცხა ამერიკული ფეხბურთის სკოლის გუნდიდან, რადგან არ შეიჭრა თმები და ბაკენბარდები. ერთხელ სკოლაში სამმა თანასკოლელმა ძალით დაუპირა თმის შეჭრა, თუმცა ელვისმა მეგობრის დახმარებით შესძლო თავის დაცვა. სკოლაში ის წყნარი, მორიდებული და ზრდილობიანი ბიჭი იყო. ეკლესიასა და რელიგიას მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. სკოლაში მან კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ტალანტების კონკურსში და თანასკოლელების აღიარებაც მოიპოვა. 1953 წლის 3 ივნისს ელვისმა სკოლა დაამთავრა და რამდენიმე სამუშაო ადგილიც მოსინჯა მემფისში (Parker Machinists Shop, Precision Tool Company და Crown Electric Company). პარალელურად, საღამოს სკოლაში სწავლობდა ელექტრიკოსის ხელობას.

[რედაქტირება] კარიერის დასაწყისი

1953 წლის 18 ივლისს ელვისმა მემფისში, სტუდია The Memphis Recording Service–ში (იგივე Sun Records) 4 დოლარი გადაიხადა და ჩაწერა 'My Happiness' და 'That’s When Your Heartaches Begin'და ფირფიტა აჩუქა დედას დაბადების დღეზე. Sun Records–ის მფლობელი იყო სემ ფილიპსი (Sam Phillips), კაცი, რომელმაც ასპარეზზე გამოიყვანა ლეგენდარული მუსიკოსები: ბი ბი კინგი (B.B. King), ჯერი ლი ლუისი (Jerry Lee Lewis), როი ორბისონი (Roy Orbison), ჯონი ქეში (Johnny Cash) და კარლ პერკინსი (Carl Perkins). თუმცა სემ ფილიპსი ელვისის პირველ ჩაწერას არ დასწრებია. პრესლიმ 1954 წლის 4 იანვარს კვლავ მიაკითხა სტუდიას და ჩაწერა "I'll Never Stand in Your Way" და "It Wouldn't Be the Same Without You". სემ ფილიპსი სტუდიაში იყო. ის ეძებდა თეთრ მომღერალს შავკანიანის ხმითა და გრძნობით. ამბობდა, რომ ასეთი მომღერალთან ერთად ის მილიარდის შოვნას შესძლებდა. პრესლი კარგი კანდიდატი იყო და ფილიპსმა გარკვეული ფიქრის შემდეგ ელვისს დაურეკა, სტუდიაში მიიწვია და ისიც უმალ იქ გაჩნდა. ეს 1954 წლის 26 ივნისს მოხდა (და საოცარი დამთხვევაა, რომ ელვისის ბოლო კონცერტიც 1977 წელს ზუსტად ამ დღეს–26 ივნისს შედგა). ელვის პრესლიმ რამდენიმე სიმღერა იმღერა. ფილიპსმა ელვისს ადგილობრივი მუსიკოსები გიტარისტი სკოტი მური (Scotty Moore) და ბას–გიტარისტი ბილ ბლეიკი (Bill Black) შეახვედრა და მათ ერთობლივად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს. ფილიპსმა 5 ივლისს მიაგნო, რასაც ეძებდა: ბიჭების სპონტანურად შესრულებულმა "That's All Right"–მა გადააწყვეტინა სიმღერა გამოეცა და 19 ივლისს გამოუშვა კიდეც "Blue Moon of Kentucky"–ისთან ერთად. 1954 წლის 5 ივლისი ითვლება როკენროლის დაბადების თარიღად. 2004 წლის ივლისში მთელ მსოფლიოში დიდი ზარზეიმით აღინიშნა როკენროლის 50 წლისთავი. "That's All Right" გადაიცა მემფისის რადიოსადგურ WHBQ–ით და უმალ ჰიტი გახდა. პრესლიმ სკოტი მურთან და ბილ ბლეიკთან ერთად გასტროლები წამოიწყო. ისინი სამხრეთი შტატების პატარა კლუბებში გამოდიოდნენ. 25 სექტემბერს გამოვიდა მეორე ფირფიტა ორი სიმღერით: როკენროლი Good Rockin' Tonight" და "I Don't Care if the Sun Don't Shine" ქანთრის სტილში. ქანთრის ვარსკვლავმა ჰენკ სნოუმ (Hank Snow) ის ნეშვილში მიიწვია გრენდ ოლ ოპრიში (Grand Ole Opry) შაბათის შოუში გამოსასვლელად. გამოსვლა ურიგო არ იყო და პრესლიმ მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა გრენდ ოლ ოპრის ერთ–ერთ გავლენიან მენეჯერ ჯიმ დენის არ მოეწონა და ელვისს ურჩია, სიმღერისთვის თავი დაენებებინა და მძღოლობას დაბრუნებოდა. ეს 1954 წლის 2 ოქტომბერს მოხდა. ამან ელვისი მეტად გულდაწყვეტილი და ნაწყენი დატოვა, მაგრამ სულ მალე, 16 ოქტომბერს ის გრენდ ოლ ოპრის მთავარ კონკურენტ შოუში "ლუიზიანა ჰეირაიდში" (Louisiana Hayride) წარმატებით გამოვიდა ორი სიმღერით: "That's All right, Mama" და "Blue Moon of Kentucky". შოუ გადაიცემოდა 190 რადიოსადგურით 30 შტატში. 4 ნოემბერს ელვისმა "ლუიზიანა ჰეირაიდთთან" ხელი მოაწერა ერთწლიან კონტრაქტს, რომლის თანახმად ის ერთი წლის მანძილზე უნდა გამოსულიყო შოუში შაბათობით. თუმცა ანაზღაურება მხოლოდ 30 დოლარს შეადგენდა გამოსვლისთვის, მაგრამ ეს კონტრაქტი ელვისის კარიერისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან მუდმივი სამუშაო ნახა, სადაც უდიდეს მუსიკალურ გამოცდილებას მიიღებდა (მარტო ჰენკ უილიამსთან Hank Williams კონტაქტი რად ღირდა!) და საკუთარ სტილსაც საბოლოოდ დახვეწდა. ამასთან მან გრენდ ოლ ოპრიში შელახული საკუთარი თავის რწმენაც აღიდგინა. დანარჩენ დღეებში ის მართავდა კონცერტებს სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთ შტატებში: სკოლის შენობებში, ღამის კლუბებში. მალე გაითქვა მან სახელი და ახალგაზრდობა მოუთმენლად ელოდა მას ყოველ ქალაქში! 1955 წლის აგვისტოში ელვისმა კონცერტები მშობლიურ ტუპელოშიც ჩაატარა. 1955 წელს "ჰეირაიდის" შოუში ჯონი ქეშიც გამოდიოდა. მალე ელვისის ჯგუფს დი ჯეი ფონტანა (D.J. Fontana) შემოემატა დასარტყმელ ინსტრუმენტზე. ელვისმა ახალი ერთწლიანი კონრაქტი გააფორმა "ლუიზიანა ჰეირაიდთთან". ახლა ის უკვე 200 დოლარს მიიღებდა კვირაში. მაგრამ პრელის სწრაფად მზარდი პოპულარობისთვის რეგიონალურ ასპარეზი აღარ კმაროდა . ეს მშვენივრად გააცნობიერა ტომ პარკერმა (Tom Parker). 1955 წლის 18 აგვისტოს ის ელვისის მენეჯერი გახდა. გაფორმდა კონტრაქტიც. პარკერმა დაიწყო ელვისის ნაციონალურ ვარსკვლავად ქცევა: ნოემბერში დაარწმუნა უმსხვილესი ჩამწერი სტუდია RCA, 35000 დოლარად (იმ დროისთვის არნახული თანხა) გამოესყიდა ელვისის კონტრაქტი სემ ფილიპსისგან. 21 ნოემბერს პრესლიმ გააფორმა ხელშეკრულება RCA–სთან. პარკერი უცვლელ მენეჯერად დარჩა ელვისის სიცოცხლის ბოლომდე. პრესლის და პარკერის დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემაზე იყო დაფუძნებული. პარკერი ყოველთვის ახერხებდა ელვისისთვის უმაღლესი ჰონორარები გამოეთხოვა. ის ასევე სწორად წარმართავდა ელვისის სარეკლამო კამპანიას მედიაში. პარკერმა სრულად შეძლო ელვისის შესაძლებლობების სრულად ამოქმედება. პირველმა დიდმა წარმატებაც არ დაიგვიანა.

ელვის პრესლი
გაზარდეთ
ელვის პრესლი

[რედაქტირება] ელვის პრესლის დისკოგრაფია (1956-1977):

  • Elvis Presley (March 23, 1956),
  • Elvis (October 19, 1956),
  • Loving You (July 1, 1957),
  • Elvis' Christmas Album (October 15, 1957),
  • Elvis' Golden Records (March 21, 1958),
  • King Creole (September 19, 1958),
  • For LP Fans Only (February 6, 1959),
  • A Date With Elvis (July 24, 1959),
  • Elvis' Gold Records Volume 2 (November 13, 1959),
  • Elvis Is Back! (April 8, 1960),
  • G.I. Blues (October 1, 1960),
  • His Hand in Mine (November 10, 1960),
  • Something for Everybody (June 17, 1961),
  • Blue Hawaii (October 1, 1961),
  • Pot Luck (June 5, 1962),
  • Girls! Girls! Girls! (November 9, 1962),
  • It Happened at the World's Fair (April 10, 1963),
  • Elvis' Golden Records Volume 3 (August 11, 1963),
  • Fun in Acapulco (November 1, 1963),
  • Kissin' Cousins (April 2, 1964),
  • Roustabout (October 20, 1964),
  • Girl Happy (March 1, 1965),
  • Elvis for Everyone (August 10, 1965),
  • Harum Scarum (November 3, 1965),
  • Frankie and Johnny (March 1, 1966),
  • Paradise, Hawaiian Style (June 10, 1966),
  • Spinout (October 31, 1966),
  • How Great Thou Art (February 20, 1967),
  • Double Trouble (June 1, 1967),
  • Clambake (October 10, 1967),
  • Elvis' Gold Records Volume 4 (January 2, 1968),
  • Speedway (May 1, 1968),
  • NBC-TV Special (November 22, 1968),
  • From Elvis in Memphis (June 17, 1969),
  • From Memphis To Vegas/From Vegas To Memphis (October 14, 1969),
  • On Stage: February 1970 (June 23, 1970),
  • Almost in Love (October 1, 1970),
  • That's The Way It Is (November 11, 1970),
  • Elvis Country (January 2, 1971),
  • You'll Never Walk Alone (March 22, 1971),
  • Love Letters from Elvis (June 16, 1971),
  • Elvis Sings The Wonderful World of Christmas (October 20, 1971),
  • Elvis Now (February 20, 1972),
  • He Touched Me (April 3, 1972),
  • Elvis : As Recorded At Madison Square Garden (June 18, 1972),
  • Burning Love & Hits From His Movies Volume 2 (November 1, 1972),
  • Separate Ways (December 1, 1972),
  • Aloha From Hawaii : Via Satellite (February 4, 1973),
  • Elvis (July 16, 1973),
  • Raised on Rock (October 1, 1973),
  • Elvis: A Legendary Performer Volume 1 (January 2, 1974),
  • Good Times (March 20, 1974),
  • Elvis : As Recorded Live On Stage In Memphis (July 7, 1974),
  • Promised Land (January 8, 1975),
  • Today (May 7, 1975),
  • Elvis: A Legendary Performer Volume 2 (January 8, 1976),
  • The Sun Sessions (March 22, 1976),
  • From Elvis Presley Boulevard, Memphis, Tennessee (April 20, 1976),
  • Welcome to My World (March 17, 1977),
  • Moody Blue (July 19, 1977),
  • Elvis in Concert (October 3, 1977).

[რედაქტირება] ფილმები ელვის პრესლის მონაწილეობით:

  • Love Me Tender (1956),
  • Loving You (1957),
  • Jailhouse Rock (1957),
  • King Creole (1958),
  • G.I. Blues (1960),
  • Flaming Star (1960),
  • Wild in the Country (1961),
  • Blue Hawaii (1961),
  • Follow That Dream (1962),
  • Kid Galahad (1962),
  • Girls! Girls! Girls! (1962),
  • It Happened At The World's Fair (1963),
  • Fun in Acapulco (1963),
  • Viva las vegas (1964),
  • Kissin Cousins (1964),
  • Roustabout (1964),
  • Girl Happy (1965),
  • Tickle Me (1965),
  • Harum Scarum (1965),
  • Frankie and Johnny (1966),
  • Paradise, Hawaiian Style (1966),
  • Spinout (1966),
  • Easy Come, Easy Go (1967),
  • Double Trouble (1967),
  • Clambake (1967),
  • Stay Away Joe (1968),
  • Speedway (1968),
  • Live a Little, Love a Little (1968),
  • Charro! (1969),
  • The Trouble With Girls (and how to get into it) (1969),
  • Change Of Habit (1969),
  • That's The Way It Is (დოკუმენტური) (1970),
  • Elvis On Tour (დოკუმენტური) (1972).

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com