Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
უნივერსიტეტი - ვიკიპედია

უნივერსიტეტი

ვიკიპედიიდან

უნივერსიტეტი უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულებაა, სადაც კურსდამთავრებულებს აკადემიური ხარისხი ენიჭება. საფუძვლად უდევს ლათინური სიტყვა universitas, რაც კორპორაციას ნიშნავს (ვინაიდან თავდაპირველად შუა საუკუნეებში უნივერსიტეტები მხოლოდ მეცნიერ-მასწავლებელთა გაერთიანება იყო).

[რედაქტირება] ისტორია

ამ განსაზღვრების გამო მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტები ევროპაში იყო, ვინაიდან აკადემიური ხარისხის გაცემა არ იყო მიღებული აზიისა და აფრიკის უძველეს სასწავლო დაწესებულებებში. მიუხედავად ამისა, უმაღლესი სასწავლებლები გაცილებით ადრეც არსებობდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, ეგვიპტე და ინდოეთი.

აკადემია დაფუძნებული ძვ. წ. 387 წელს ბერძენი ფილოსოფოსი პლატონის მიერ აკადემოსში ათენთან ახლოს ასწავლიდა სტუდენტებს ფილოსოფიას, მათემატიკას და გიმნასტიკას და მიიჩნევა თანამედროვე ევროპული უნივერსიტეტების წინაპრად. სხვა ბერძნული ქალაქები მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტებით იყვნენ: კოსი (ჰიპოკრატეს სამშობლო), რომელსაც სამადიცინო სკოლა გააჩნდა, და როდოსი, სადაც ფილოსოფიური სკოლები არსებობდა. განთქმული კლასიკური უნივერსიტეტი იყო ალექსანდრიის მუზეუმი და ბიბლიოთეკა.

პლატონიდან დაახლოებით ათას წელიწადში თანამედროვე უნივერსიტეტების მსგავსი დაწესებულებები გაჩნდა სპარსეთში და ისლამურ სამყაროში, სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდიშაფურის აკადემია და უფრო გვიანდელი ალ-აზჰარის უნივერსიტეტი ქაიროში.

ევროპამდე მრავალი საუკუნით ადრე აზიაში არსებობდა რამდენიმე სასწავლო დაწესებულება, რომელიც მიემსგავსებოდა დასავლური ტიპის უნივერსიტეტებს. მაგ. ადრეულ ჩინურ სახელმწიფოში სახელმწიფო სამსახურისთვის მოხელეები შესარჩევ გამოცდებს აბარებდნენ იმპერიული საგამოცდო და განათლების სისტემის სტანდარტების მიხედვით, რომელიც ჰანის დინასტიის დროს იქნა შემოღებული (ძვ.წ. 206 - 220).

უძველესი ქალაქები ნალანდა, ვიკრამასილა, კანჩიპურა და ტაკშასილა აღმოსავლეთში განთქმული სასწავლო ცენტრების წარმოადგენდნენ და აქ სტუდენტები მთელი აზიიდან ჩამოდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ ნალანდა ბუდისტური განათლების უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო სადაც ბუდისტები ჩინეთიდან, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან სწავლობდნენ.

კაროლინგების პერიოდში, შარლემანი აყალიბებს შემდგომში სხელგანთქმულ აკადემიას არისტოკრათა შვილების განათლებისათვის, რათა ხელი შეწყობოდა იმპერიისთვის საჭირო პროფესიონალთა მომზადებას. ეს საჭიროება მე-11 საუკუნეში უნივერსიტეტის აღმასვლის წინაპირობა გახდა.

შუასაუკუნეების ევროპის პირველი უნივერსიტეტი იყო მაგნავრის უნივერსიტეტი კონსტანტინეპოლში (ამჟ. სტამბული, თურქეთი), დაფუძნებული 849 წელს, შემდეგ მას მოჰქყვა ბოლონიის უნივერსიტეტი ბოლონიაში, იტალია, და პარიზის უნივერსიტეტი პარიზში, საფრანგეთი. შუასაუკუნეების უნივერსიტეტთა უმრავლესობა კათოლიკური ეკლესიის კათედრალური სკოლების მფარველობით იქმნებოდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ რომ უნივერსიტეტებისა და კათედრალური სკოლების გაჩენა ადრეულ მონასტერთა მიერ სწავლებისადმი ინტერესის წახალისების შედეგი იყო.

ევროპაში ახალგაზრდა მამაკაცები უნივერსიტეტში შედიოდნენ ტრივიუმისა და ქუადრივიუმის შესწავლის დასრულების შემდეგ. ტრივიუმი წარმოადგენდა მოსამზადებელ კლასს გრამატიკაში, რიტორიკაში და ლოგიკაში, ხოლო ქუადრივიუმი - არითმეტიკაში, გეომეტრიაში, მუსიკასა და ასტრონომიაში.

უნივერსიტეტები როგორც წესი ყალიბდებოდა ჩარტერის მიღების შედეგად. მაგ. ბრიტანეთში უნივერსიტეტი ყალიბდება საპარლამენტო აქტისა ან სამეფო ჩარტერის საფუძველზე. ორივე შემთხვევაში საჭიროა უზენასი საკონსულოს თანხმობა და მხოლოდ მის წევრებს შეუძლიათ რაიმე სახის ხარისხის მინიჭება.

[რედაქტირება] აგრეთვე იხილეთ

[რედაქტირება] ბმულები

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com