Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
პლატონი - ვიკიპედია

პლატონი

ვიკიპედიიდან

პლატონი
გაზარდეთ
პლატონი

პლატონი (ბერძ: Πλάτων Plátōn) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ.წ. 427 – 347) -- ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი.

პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს (მაგ. პირველი ალკიბიადე, კლიტოფონი) ან კიდევ ფალსიფიცირებული (მაგ. დემოდოკუსი, მეორე ალკიბიადე).

პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, პლატონი უდავოდ განიცდიდა სოკრატეს გავლენას და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

პლატონი სავარაუდოდ ათენში ან ეგინაში დაიბადა მაისში ან დეკემბერში ძვ.წ. 428 ან 427 წელს საშუალო შეძლების არისტოკრატთა ოჯახში. მამამისს არისტონი ერქვა, დედას კი - პერიქციონა. მისი ოჯახი ძველი ათენელი მეფეების გენეალოგიის ერთ-ერთი განშტოების შთამომავლებად ითვლებოდნენ და ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით ის განთქმულ პოლიტიკოსს კრიტიასს ენათესავებოდა. ჰელენისტი ისტორიკოსის დიოგენეს მიხედვით, პლატონის დაბადების სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისმა ჭიდაობის მასწავლებელმა არისტონ არგოსელმა დაარქვა ტანადობისა და ფიზიკური სიძლიერის გამო. მეორე ვერსიით პლატონს სახელი მისი ფართო შუბლის, ან მისი ვრცელი შეხედულებების გამო ეწოდა (პლატოს ბერძნულად ფართეს, ვრცელს ნიშნავს).

პლატონი სოკრატეს მოსწავლე ადრეულ სიყმაწვილეში ხდება და, როგორც თავად აღნიშნავს საკუთარ წერილებში, ის დაესწრო საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს, თუმცა არა განსასჯელის აღსრულებას. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად მის მასწავლებლზე მოგონებებს წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ მისი ეთიკური ნაშრომების უმრავლესობა ისეთ საზოგადეობაში ცხოვრებისკენ მისწრაფებაა, სადაც ამგვარი უსამართლობა შეუძლებელი იქნებოდა. სოკრატეს სიკვდილიდან მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში პლატონი მოგზაურობს იტალიაში, სიცილიასა და ეგვიპტეში ცოდნის გასაღრმავებლად.

40 წლის ასაკში, ათენში დაბრუნების შემდეგ, პლატონი აკადემოსის ჭალაში, ათენთან, აფუძნებს ერთ-ერთ უძველეს დღემდე ცნობილ ორგანიზებულ სკოლას დასავლურ სამყაროში. აკადემია მიწის შემოსაზღვრული ვრცელი ნაკვეთი იყო, რომელიც ერთ დროს ათენის მოქალაქეს, სახელად აკადემოსს, ეკუთვნოდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ადგილს სახელი უძველესი გმირის პატივსაცემად დაერქვა. ამ აკადემიამ იმოქმედა 529 წლამდე, როცა ის იუსტინიანე I ბიზანტიელმა დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ამ აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის არისტოტელეც.

პლატონზე დიდი ზეგავლენა იქონია რამდენიმე ადრეულმა ფილოსოფოსმაც, მათ შორის: პითაგორელებმა, რომელთა რიცხვთა ჰარმონიის დებულებები აისახა პლატონის ფორმათა თეორიაში; ანაქსაგორას მიმდევრებმა, რომლებიც თავის მხრივ სოკრატეს ასწავლიდნენ და რომელთაგანაც მომდინარეობს სწავლება ცნობიერების ყოვლისმომცველობაზე; პარმენიდეს მიმდევრებმა, რომელთა მიხედვით ყველა საგანი ერთი მთლიანის ნაწილია, რაც შესაძლოა სულზე პლატონისეული მოძღვრების საფუძველი გახდა.

[რედაქტირება] შრომები

რაფაელის პლატონი ათენის სკოლის ფრესკაზე, შესაძლოა ლეონარდო და ვინჩის მსგავსად. პლატონი ზეცისკენ მიუთითებს, რაც მის ფორმათა მრწამსს განასახიერებს.
გაზარდეთ
რაფაელის პლატონი ათენის სკოლის ფრესკაზე, შესაძლოა ლეონარდო და ვინჩის მსგავსად. პლატონი ზეცისკენ მიუთითებს, რაც მის ფორმათა მრწამსს განასახიერებს.

სოკრატესგან განსხვავებით პლატონი საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს წერილობითი ფორმით ქმნიდა და, შესაბამისად, შთამომავლობას დიდი რაოდენობით ხელნაწერი დაუტოვა. პლატონის წერილებში ასახულია კამათი მმართველობის შესაძლო საუკეთესო ფორმებზე, იხილავს რა არისტოკრატიას, დემოკრატიას, მონარქიას, ოლიგარქიას და ა.შ. ცენტრალური თემა მის ნაშრომებში უკავია კონფლიქტს ბუნებასა და საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებს შორის, მემკვიდრეობაზე, ადამიანური გონებისა და ხასიათის გარემოზე (დიდი ხნით ადრე თანამედროვე "ბუნება აღზრდის პირისპირ" დებატების დაწყებამდე, ტომას ჰობსისა და ჯონ ლოკის დროს), განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. ამ პრობლემათა დეტალურმა განხილვამ შემდგომში ისეთ იდეათა და არგუმენტთა აღმოცენება გამოიწვია, რომლებიც დღემდე თანამედროვე ფილოსოფოსთა დავის საგანია. მის თანამედროვე მოაზროვნეთაგან განსხავევებით პლატონი ამტკიცებდა, რომ ძირითადი განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარით რწმენას შორის იყო მათი განხილვის საგანთა ბუნება: ცოდნა იყო უკვდავი სინამდვილე, მაშინ როცა ჭეშმარიტი რწმენა იყო ეფემერული, დამოკიდებული სინამდვილე.

პლატონი უმეტესწილად დიალოგების ფორმით წერდა. ადრეულ დიალოგებში რამდენიმე პერსონაჟის დისკუსიაა აღწერილი, სადაც თემის განხილვა ხდება პერსონაჟების მიერ ერთმანეთისთვის დასმული კითხვების სახით. ამ დიალოგების მთავარი მოქმედი პირია სოკრატე. ამით პლატონმა სათქმელის მიტანა მკითხველამდე მოახდინა სადა, ლაღი და მეცნიერული ტერმინოლოგიის დახვავების გარეშე. მათ სოკრატესეულ დიალოგებს უწოდებენ.

დიალოგთა წარმართვის სტილი მნიშვნელოვანწილად შეიცვალა პლატონის ცხოვრების განმავლობაში. დამკვიდრებულია აზრი, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები სოკრატეს იდეებზეა დამყარებული, მაშინ როცა მისი გვიანდელი შრომები სულ უფრო მეტად ემიჯნება პლატონის ყოფილი მასწავლებლის შეხედულებებს. შუალედურ დიალოგებში სოკრატე ხდება პლატონის საკუთარი ფილოსოფიის მქადაგებელი, ხოლო კითხვა-პასუხის სტილი კი შედარებით ფორმალურ ხასიათს ატარებს: მთავარი ფიგურა განასახიერებს პლატონს, ხოლო მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი მხოლოდ "ჰო"–ს, "რა თქმა უნდა"–ს ან "ნამდვილად"–ის თქმის ფუნქციას იძენენ. გვიანდელი დიალოგები ტრაქტატის ხასიათისაა, სადაც სოკრატე ხშირად აღარ ფიგურერებს ან ხშირ შემთხვევაში სდუმს. ასევე საყოველთაოდ მიიჩნეულია, რომ ადრეული დიალოგები ეყრდნობა სოკრატეს ნამდვილ დისკუსიებს, ხოლო გვიანდელი დიალოგები მთლიანად პლატონს ეკუთვნის. გაურკვევლობა იმაში, თუ რომელი დიალოგები ეკუთვნის სინამდვილეში სოკრატეს, ცნობილია როგორც "სოკრატეს პრობლემა".

დიალოგის ფარული მიზანსცენა პლატონსა და მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიის დამკვირვებლის როლს ანიჭებს; მკითხველს შემეცნების არა ნაკლებ ორი არჩევანი აქვს: მონაწილეობა მიიღოს დიალოგებში განხილულ საკითხებში, ან უბრალოდ მიჰყვეს მას რათა შეიცნოს ნაშრომში აღწერილ ხასიათთა თვისებები. დიალოგის ფორმატი ასევე საშუალებას აძლევს პლატონს არაპოპულარული მოსაზრებები არასიმპათიურ პერსონაჟთა პირით გამოხატოს, როგორიცაა თრასიმაქუსი "რესპუბლიკა"-ში.

[რედაქტირება] მეტაფიზიკა

[რედაქტირება] ეპისტემიოლოგია

[რედაქტირება] სახელმწიფოებრიობა

[რედაქტირება] პლატონური სქოლასტიკა

[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია

[რედაქტირება] იხ. აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com