Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ინდოეთი - ვიკიპედია

ინდოეთი

ვიკიპედიიდან

ინდოეთი
ინდოეთის რესპუბლიკა
Bhārat Ganarājya



ინდოეთის დროშა


ინდოეთის გერბი

ფართობი: 3 287 590 კმ²
მოსახლეობა: 1 080 264 000 (2003)
დედაქალაქი: დელი
სახელმწიფო ენა: ჰინდი, ინგლისური
პრეზიდენტი: აბდულ კალამი
პრემიერ-მინისტრი: მანმოჰან სინგჰი
დევიზი: ”satyamēva jayatē”
სახელმწიფო ჰიმნი: ”Jana Gana Mana”
ვალუტა: რუპია
დროის ზონა: UTC + 5.30
ინტერნეტის დომენი: IN
სატელეფონო კოდი: 91

 ინდოეთის მდებარეობა

ინდოეთი მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. საუკუნეზე მეტი კოლონია იყო, “ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა.


სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: ინდოეთის რესპუბლიკა.
  • ჰინდი: Bharat Ganarajya; ინგლ. - Republic of India.
  • ეტიმოლოგია: მისი სახელწოდება ჰინდის ენაზე არის "ბჰარატ". იგი მომდინარეობს არიელთა ძველინდური ტომის ბჰარატასაგან, რომელთაც ძვ.წ. VI საუკუნეში მძლავრი სახელმწიფო შექმნეს. ევროპულ ენებზე მისი სახელი მდინარე ინდიდან მომდინარეობს (სანსკრიტულად Sindhu ).
  • ქვეყნის კოდი: IN.

[რედაქტირება] გეოგრაფია

გაზარდეთ

ქვეყანა სამხრეთ აზიაში, მდებარეობს ინდოსტანის სუბკონტინენტზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: პაკისტანი, ავღანეთი, ჩინეთი, ნეპალი, ბუტანი, მიანმა, ბანგლადეში.

  • ფართობი: 3.287.263 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 5.686 კმ; სახმელეთო - 15.168 კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონები – ჰიმალაები, ინდო-განგის დაბლობი, დეკანის ზეგანი. მთიანი სისტემები – ჰიმალაები, ყარაყორუმი, ვინდბია, არავალი. უმაღლესი მწვერვალები (მ) – კანჩეჯანღა 8.598, ნანდა დევი 7.817; მთავარი მდინარეები (კმ) – ბრაჰმაპუტრა 2.900, განგი 2.125 (სულ 2.510), გოდავარი 1.465, იამუნა (ჯამნა) 1.400, კრიშნა 1.400, ნარმადა 1.310; უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ჰირაკუდი 1.100; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - ანდამანის კ-ბი 6.408 (დიდი ანდამანი 1.536), ნიკობარის კ-ბი 1.841 (დიდი ნიკობარი 1.045), ლაქშადვიპი 32; კლიმატი - ტროპიკული, ზომიერი.
  • ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საბადო), რკინის მადანი, მანგანუმი, ბოქსიტები, ტიტანი, ქრომიტი, ბუნებრივი აირი, ალმასი, ნავთობი, კირქვა, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

[რედაქტირება] სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი Abdul KALAM (2002).
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი Atal Bihari VAJPAYEE (1998).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი, შედგება შტატების საბჭოსაგან (რაჯია საბჰა, 250 ადგილი) და სახალხო პალატისაგან (ლოკ საბჰა, 545 ადგილი).
  • პარტიები: ინდოეთის ეროვნული კონგრესი (დაარსებულია 1885 წელს მ.განდისა და ჯ.ნერუს მიერ, ლიდერები - ინდირა განდი 1966-84, რაჯივ განდი 1984-91, ამჟამად სონია განდი), ბჰარატია ჯანატა პარტი (ლიდერი ა.ბ.ვაჯპაი).

[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 28 შტატი (state) და 7 მოკავშირე ტერიტორია (union territory).

ანდამანის და ნიკობარის კუნძულებიანდჰრა-პრადეშიარუნაჩალ-პრადეშიასამიბენგალიბიჰარიდადრა და ნაგარ-ჰაველი - დამანი და დიუდელიგოაგუჯარათიკარნატაკაკერალალაქშადვიპიმადჰია-პრადეშიმაჰარაშტრამანიპურიმეგჰალაიამიზორამინაგალენდიორისაპენჯაბიპონდიშერირაჯასტჰანისიკიმიტამილნადუტრიპურაუტარ-პრადეშიუტარანჩალიჩანდიგარჰიჩხატისგარჰიჯამუ და ქაშმირიჯარხანდიჰარიანაჰიმაჩალ-პრადეში

[რედაქტირება] დემოგრაფია

  • მოსახლეობა: 1.049.700 ათასი (2003), მათ შორის 27,7% - ჰინდუსტანელები, 10,5% - ბიჰარელები, 9,1% - ბენგალები, 8,4% - ტელუგები, 7,6% - მარატჰები, 6,9% - ტამილები, 5,2% - გუჯარათელები.
  • ენები: ჰინდი (მასზე ლაპარაკობს 40%), ბენგალური, ტელუგუ, მარათული, თამილური, ურდუ, გუჯარათული, მალაიალამი, კანადა, ორია, ფენჯაბური, ასამური, ქაშმირული, სინდური, სანსკრიტული. კონსტიტუციით ინგლისური გამოცხადებულია დროებით ოფიციალურ ენად (1%).
  • რელიგია: ინდუიზმი 83%, ისლამი 11%, ქრისტიანობა 2,6%, სიქხიზმი 1,9%, ბუდიზმი 0,7%.
  • ქალაქები (ათ.) : დელი (დილი, 10.204; აგლომ. 17.038), კალკუტა (კოლკატა, 4.760; აგლომ. 14.090), ბომბეი (მუმბაი, 12.383 |17.012 ათასი), მადრასი (ჩენაი, 4.382; აგლომ. 6.677 ათასი), ბანგალორი (ბანგალურუ, 4.461; აგლომ. 5.910), აჰმადაბადი (3.654; აგლომ. 4.876), ჰაიდერაბადი (3.585; აგლომ. 5.751), პუნი (2.640; აგლომ. 3.903).

[რედაქტირება] ეკონომიკა

1990-იანი წლებიდან ინდოეთის ეკონომიკა, აქ დაწყებული რეფორმების გამო, უფრო მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისათვის. ქვეყანამ სერიოზული ნახტომი გააკეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. აღსანიშნავია ტრადიციული კინოინდუსტრია.

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 357 მლრდ $ (მე-15 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 370 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 28, მრეწველობა 29, მომსახურება 43.
  • ექსპორტი: ძვირფასეულობა და საიუველირო ნაწარმი, ტანსაცმელი, ბამბა, ჩაი.
  • ბიუჯეტი: 48,300 მლნ $.
  • ვალუტა: ინდური რუპია (INR).

[რედაქტირება] ისტორია

მე-16 საუკუნიდან ხდება ინდოეთის დაპყრობა ევროპელი კოლონისტების მიერ. თითქმის 200 წელი იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1947 წელს მოხდა სუბკონტინენტის პოსტკოლონიური გაყოფა რელიგიური ნიშნით ინდოეთად და პაკისტანად, რამაც სათავე დაუდო მათ შორის კონფლიქტებსა და ტერიტორიულ დავებს. ინდოეთმა ჯერ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო 1950 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მნიშვნელოვანი რელიგიური, კასტური და ეთნოკულტურული განსხვავებები სხვადასხვა რეგიონებს შორის მუდმივი დაძაბულობის წყაროა. ექსტრემისტული და სეპარატისტული მოძრაობები დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, დემოკრატიული ინტიტუტების ფუნქციონირებას. 1948 წელს მოკლულ იქნა “ერის მამა“, მაჰათმა განდი, რომელიც სათავეში ედგა ინდოეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, 1984 წელს - პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი, 1991 წლის არჩევნების დროს - პარტია ეროვნული კონგრესის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი. პაკისტანთან ომმა 1971 წელს გამოიწვია ბანგლადეშის წარმოქმნა. ისლამისტი სეპარატისტების გააქტიურების გამო ჯამუსა და ქაშმირის შტატში შემოღებული იქნა ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა. 1992 წელს გაჩაღდა ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ინდუისტებმა და მუსულმანებს შორის.

[რედაქტირება] მემკვიდრეობა

  • დელი - ეროვნული მუზეუმი, წითელი ფორტი (XVII ს.), დიდი მეჩეთი, დიდ მოგოლთა სასახლე (XVII ს.), ქუთბ-მინარის კოშკი (XII ს.);
  • აგრა — თაჯ-მაჰალის და მარმარილოს მავზოლეუმები;
  • მუმბაი - VII ს-ის ტაძრები;
  • ვარანასი - 1500 ტაძარი;
  • აჯანტისა და ელორის მღვიმეები, მზის ტაძარი კონარაკში, კაჯურახოს ძეგლების კომპლექსი, ფათეჰპურ-სიქრი, სანჩის ბუდისტური ძეგლები;
  • ინდური ეპოსი - მაჰაბჰარატა (ძვ.წ. V) და რამაიანა (ძვ.წ. II).

[რედაქტირება] ცნობილი ინდოელები

  • პოლიტიკოსები – მაჰათმა განდი, ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი, რაჯივ განდი;
  • რელიგიური მოღვაწენი – სრი აურობინდო, გაუტამა ბუდა, გურუ ნანაკი, ჯიდუ კრიშნამურტი;
  • მწერლები – რაბინდრანათ თაგორი, კალიდასა, მუნში პრემჩანდი, სალმან რუშდი;
  • მეცნიერები – არიაბჰატა, ბჰასკარაჩარია;
  • მსახიობები – რაჯ კაპური, შაში კაპური, სანჯივ კუმარი;
  • სპორტსმენი – ვიშვანატან ანანდი;
  • ასტრონავტი – რაკეშ შარმა.
სხვა ენებზე
Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com