Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ვიკიპედია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვიკიპედიიდან

თსუ-ს მთავარი შენობა
გაზარდეთ
თსუ-ს მთავარი შენობა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 26 იანვარს თბილისში. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელს კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30.000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3.000-ს აღწევს.

უნივერსიტეტს ხუთი ფილიალი აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 6 ფაკულტეტი, დაახ. 60 მეცნიერულ-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, მეცნიერული ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, და საკუთარი გამომცემლობა და საბეჭდი საამქრო (საკუთარი გაზეთისთვის ”თბილისის უნივერსიტეტი”).

უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ ასევე გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, პეტრე მელიქიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. პეტრე მელიქიშვილი, ცნობილი ქართველი ქიმიკოსი, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად.

2004 წლიდან თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ლორთქიფანიძე იყო. 2006 წლის აპრილიდან კი იგი ამ თანამდებობაზე გიორგი ხუბუამ შეცვალა.


სექციების სია

[რედაქტირება] ისტორიული წინაპირობები

საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში (IV საუკუნე), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრები პალესტინაში (V საუკუნე), სირიაში (VI საუკუნე), საბერძნეთში (X-XI საუკუნეები), ბულგარეთში (XI საუკუნე)), პოლიტიკურ-ეკონომიკური დაუძლურებისა და ბოლოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შედეგად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღარ გააჩნდა ეროვნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.

[რედაქტირება] დაარსებისა და განვითარების ისტორია

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებისთანავე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, ლინგვისტიკაში, ისტორიოგრაფიაში, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნას.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მას დაეკისრა ერის სულიერებაზე ზრუნვის, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიული მისია. ამასთან მის ძირითად გამოკვეთილ მიზანს კვლავ წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება, ერის ცივილიზაციის დონის ამაღლება. ამიტომ, დღესაც, ქართველი ხალხი თბილისის უნივერსიტეტს სიყვარულით და პატივისცემით მეცნიერების წმინდა ტაძარს უწოდებს.

უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს – საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის მოსახსენიებელ დღეს. მისივე სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში 1995 წლის 5 სექტემბრიდან შეუდგა მსახურებას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა კოლეგიამ ცნობილი ქიმიკოსი, ღვაწლმოსილი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავიდან მუშაობას შეუდგა ერთადერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს შედგა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 1918 წლის დასაწყისისათვის 18 კაცს ითვლიდა. სწავლას შეუდგა 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი.

დღეს უნივერსიტეტში ახალგაზრდების აღზრდისა და მეცნიერული წვრთნის საქმეს 3275 პროფესორ-მასწავლებელი ემსახურება. მათგან 55 აკადემიკოსი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 595 პროფესორი და დოქტორი, 1246 დოცენტი და მეცნიერებათა კანდიდატია.

[რედაქტირება] უნივერსიტეტი ამჟამად

უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონებში განთავსებულ თსუ-ის 8 ფილიალში დღეს 35 ათასზე მეტი ახალგაზრდა ეუფლება პროფესიას. საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდაქმნის მნიშვნელოვანი ეტაპი 1994 წლის 25 აპრილს დაიწყო, როცა დიდმა სამეცნიერო საბჭომ მიიღო "საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია", რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტი 1994 წლიდან სრულად გადავიდა სწავლების ორსაფეხურიან ფორმაზე (ეტაპობრივი გადასვლა 1992 წლიდან დაიწყო) და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისკენ გადადგა ნაბიჯი.

რეფორმის I ეტაპის დასასრულს, 2005 წლის დამდეგს, უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა 22 ფაკულტეტი 184 კათედრით, 8 ფილიალი 46 ფაკულტეტით, 3 სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, 81 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, 161 სასწავლო ლაბორატორია და კაბინეტი, კლინიკური საავადმყოფო და დიაგნოსტიკური ცენტრი, გამომცემლობა, სტამბა, ბიბლიოთეკა 3640693 ერთეული წიგნადი ფონდით, საერთო საცხოვრებელი 5 კორპუსით. მუშაობდა 95 საგანმანათლებლო პროგრამა ბაკალავრიატში, 194 მაგისტრატურაში და 16 ერთსაფეხურიან სწავლებაზე.

ქართულ უნივერსიტეტში დაფუძნდა არაერთი საქვეყნოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლა: მათემატიკური (ანდრია რაზმაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, ანდრო ბიწაძე და სხვ.), ფიზიკური (ელეფთერ ანდრონიკაშვილი, მათე მირიანაშვილი, ვაგან მამასახლისოვი, გივი ხუციშვილი, ალბერტ თავხელიძე და სხვ.), ფსიქოლოგიური (დიმიტრი უზნაძე და სხვ.), ფიზიოლოგიური (ივანე ბერიტაშვილი და სხვ.). განსაკუთრებით აღსანიშნავია ეროვნული სამეცნიერო სკოლები: ქართული ისტორიოგრაფიის (ივანე ჯავახიშვილი და სხვ.), ლიტერატურათმცოდნეობის (კორნელი კეკელიძე და სხვ.), ქართული ფილოსოფიის (შალვა ნუცუბიძე და სხვ.), ხელოვნებათმცოდნეობის (გიორგი ჩუბინაშვილი და სხვ.), ქართული და კავკასიური ენათმეცნიერების (კაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა და სხვ.), აღმოსავლური და კლასიკური ფილოლოგიის (გრიგოლ წერეთელი, სიმონ ყაუხჩიშვლი, გიორგი წერეთელი და სხვ.). მათი მეცნიერული ღვაწლის მეშვეობით ქართველოლოგია საერთაშორისო სამეცნიერო დისციპლინად იქცა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრებზე და სამეცნიერო კვლევით ქვედანაყოფებში ინტენსიურად მიმდინარეობს ასპირანტებისა და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა მომზადება; ფუნქციონირებს სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი 26 საკვალიფიკაციო საბჭო მეცნიერების თითქმის ყველა დარგში.

1994 წელს, 64 წლის შემდეგ, უნივერსიტეტის წიაღში დაბრუნდა უმაღლესი სამედიცინო განათლება, აღდგა საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლების ტრადიცია – ჯერ გაიხსნა მედიცინის სპეციალობა ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, 2000 წელს კი მედიცინის ფაკულტეტი დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. შეიქმნა საუნივერსიტეტო კლინიკების ასამბლეა, რომლის სასწავლო ბაზები გამოირჩევა მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალით, გაიხსნა ჯანდაცვის მეცნიერებათა მართვის ცენტრი და უწყვეტი სამედიცინო განათლების დეპარტამენტი, შეიქმნა მედიცინის დარგის მზრუნველთა საბჭო, სამედიცინო ინფორმაციის სამსახური. პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშია უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური ცენტრი.

1999 წელს დაარსდა ,,კავკასიის ბიზნესის სკოლა”. იგი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრისა და მაგისტრის პროგრამების ფარგლებში ამზადებს სპეციალისტებს. სკოლა დააფუძნა კონსორციუმმა, რომელშიც შედიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატლანტაში (აშშ).

უნივერსიტეტთან 1923 წლიდან არსებობს სტამბა, 1933 წლიდან – გამომცემლობა. 1933 წელს შეიქმნა უნივერსიტეტის არქივი. 1919 წლიდან დარგების მიხედვით გამოდის სამეცნიერო კრებული ,,თბილისის უნივერსიტეტის შრომები”, 1996 წლიდან მოქმედებს პროგრამა ,,სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის”. უნივერსიტეტს გააჩნია ორი ყოველკვირეული გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი” (გამოდის 1927 წლიდან) და ,,ქართული უნივერსიტეტი” (გამოდის 1998 წლიდან).

2006 წლის აპრილიდან უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ განათლების სექტორში განვითარებადი, ფინანსური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც ხორციელდება განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის მიერ. განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი, რომელიც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს წარმატებით ვითარდება, როგორც უნივერსიტეტთა და სკოლათაშორისი რესპუბლიკური პროგრამა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი: ისტორიისა და ქართული ემიგრაციის, მინერალოგიის, გეოლოგია-პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის.

უნივერსიტეტს აქვს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის 5 კორპუსი დაახლოებით 2200 საცხოვრებელი ადგილით.

ქვეყნის რეგიონებში გახსნილია თსუ-ის რვა ფილიალი – სოხუმის, მესხეთის, ოზურგეთის, სიღნაღის (კახეთის), ზუგდიდის, ფოთის, ჯავახეთის და ქვემო ქართლის (ქ. მარნეული).

მუშაობს საუნივერსიტეტო სკოლები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის 53-ე, ნ. მუსხელიშვილის სახ. 55-ე, პროფ. თ. გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, თბილისის ლიცეუმი, რუსთავის გიმნაზია, გურჯაანის კოლეჯი, ხობის სკოლა.

[რედაქტირება] კვლევითი საქმიანობა

თბილისის უნივერსიტეტში მიმდინარეობს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის პრობლემების კვლევა. უნივერსიტეტის ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში თეორიული შედეგების საფუძველზე ტარდება ბუნების მოვლენებისა და სახალხო მეურნეობაში წამოჭრილი ამოცანების მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი რეალიზაცია კომპიუტერების გამოყენებით. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია მაღალი ენერგიების არეში ნუკლონებსა და ბირთვებთან ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედების ექსპერიმენტული კვლევა, ამაჩქარებლებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების ახალი სისტემების შექმნა, თეორიული კვლევები ველის კვანტური თეორიის, ელემენტარული ნაწილაკებისა და ატომბირთვის ფიზიკაში.

უკანასკნელ ხანს, გარდა ფუნდამენტური გამოკვლევებისა, მეცნიერთა ნაწილმა გამოყენებითი სამუშაოების შესრულებაზე გადაიტანა აქცენტი და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია, შეიქმნა არაერთი საყურადღებო პროექტი, შემუშავდა რეკომენდაციები, მიღებულია კონკრეტული შედეგები, რომელთა დანერგვა უთუოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული მეცნიერების წინსვლის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. ყურადღება მახვილდება საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესწავლასა და მათი პრაქტიკული გამოყენების გზების ძიებაზე, ეკოლოგიური საკითხების კვლევაზე. ამა თუ იმ პრობლემატიკის შესწავლისა თუ დამუშავებისას გათვალისწინებულია რეგიონალური და ეროვნული თავისებურებანი, ისტორიული ტრადიციები, პერსპექტივები.

[რედაქტირება] საერთაშორისო კავშირები

თბილისის უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განვითარების საყოველთაოდ აღიარებული ცენტრია. სისტემატური ხასიათი მიიღო უნივერსიტეტელ ქართველოლოგთა მიერ საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში ლექციების კითხვამ, საერთაშორისო სიმპოზიუმებში მონაწილეობამ, უცხოეთში სტატიებისა და მონოგრაფიების გამოქვეყნებამ. 1978 წლიდან ქ. იენაში გერმანულ ენაზე ყოველწლიურად გამოდიოდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის და იენის ფრიდრიხ შილერის სახ. უნივერსიტეტების ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალი ,,გეორგიკა”. 1991 წლიდან ,,გეორგიკა” ქ. კონსტანცაში (გერმანია) გამოდის ოთხი უნივერსიტეტის – თბილისის, იენის, ზაარბრუკენისა და კონსტაცის უნივერსიტეტების – თანამშრომლობით. 1999 წლიდან კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, რომელიც საქარველოსა და საბერძნეთის ხელისუფლების, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებისა და ინტელიგენციის მხარდაჭერით შეიქმნა 1997 წელს, გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს PHASIS.

თბილისის უნივერსიტეტში არაერთი საერთაშორისო კონფერენცია და სიმპოზიუმი ჩატარდა. აღსანიშნავია ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონფერენციები (1979, 1986), ქართული ხელოვნების სიმპოზიუმები (II – 1977 წ., IV – 1983 წ., VI –1989 წ.,), საერთაშორისო კონფერენციები რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლების (1980 წ., 1984 წ., 1988 წ.,), გერმანული ლიტერატურის (1983 წ., 1989 წ.,), კლასიკური ფილოლოგიის (1969 წ., 1975 წ., 1980 წ.,1990 წ., 1995 წ., 1996 წ.,), რელიგიისა და ეთიკის (1990 წ.), საერთაშორისო კერძო სამართლის (1985 წ.) საკითხებზე, ქართველოლოგიური საერთაშორისო სიმპოზიუმები ( I -1987 წ., II – 1988 წ., III – 1995 წ.).

სამეცნიერო მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და მდიდარი ტრადიციები აქვს კავკასიოლოგიას. 1998 წლიდან გამოდის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჩაუცასიცა.

უკანასკნელ წლებში ჩატარდა კავკასიოლოგთა სამი საერთაშორისო კონფერენცია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: კავკასია მსოფლიო ისტორიულ კონტექსტში (1996 წ.), მშვიდობიანი კავკასია (1998 წ.), კავკასია ათასწლეულთა მიჯნაზე (2000 წ.).

თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მიეძღვნა უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები: ,,კავკასია, დემოკრატიზაციის პრობლემები” (1995 წ.), ,,სამართლის რეფორმა საქართველოში” (1995 წ.), ,,საუნივერსიტეტო რეფორმა საქართველოში” (1995 წ.), ,,ელინისტიკა საუკუნეთა მანძილზე” (2000 წ.). ყოველ ზაფხულს ტარდება სკოლა-სემინარები უცხოელი ქართველოლოგებისათვის.

თბილისის უნივერსიტეტს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო-პედაგოგიურ ცენტრთან. ესენია: ზაარლანდის, ბამბერგის, გიოტინგენის, ბრემენის, კოტბუსის და იენის უნივერსიტეტები (გერმანია); ემორის უნივერსიტეტი, ჯორჯიის უნივერსიტეტი, ბრევარდის, ველსლის, მაუნთ ჰოლუოკის და ვილიამს კოლეჯები (აშშ); სენტ მერის უნივერსიტეტი (კანადა); ვარშავისა და ლოძის უნივერსიტეტები (პოლონეთი); მალაგის და სალამანკას უნივერსიტეტები (ესპანეთი); ნანტის პარიზ 8, პარიზ 13, გრენობლის, ტულონის და ინალკოს უნივერსიტეტები (საფრანგეთი); ბრისტოლის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ბრენელის და ლონდონის უნივერსიტეტები (დიდი ბრიტანეთი); ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტი (უნგრეთი); ბილკენტის, ტრაბზონის შავი ზღვის და ანკარის უნივერსიტეტები (თურქეთი); პალერმოს, რომის და საპიენცას, პიზას და ვენეციის უნივერსიტეტები (იტალია); ათენის პირეუსის, იოანინას და თესალონიკის უნივერსიტეტები (საბერძნეთი); ბირთვული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (შვეიცარია); ორხუსის უნივერსიტეტი (დანია); ბუქარესტის უნივერსიტეტი (რუმინეთი); ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია); თეირანისა და გილანის უნივერსიტეტები (ირანი); კაიროს უნივერსიტეტი (ეგვიპტე); ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია, ევრაზიის უნივერსიტეტების ასოციაცია, იუნესკო, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები; ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთი უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი, კერძოდ, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, კიევის, ოდესის, ერევნის, ბაქოს და სხვა უნივერსიტეტები.

უნივერსიტეტში არსებობს უცხოელ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საპატიო დოქტორად არჩევის ტრადიცია.

[რედაქტირება] სტუდენტური მოძრაობები

უნივერსიტეტში ფართოდაა გაშლილი სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობა. ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა შემაჯამებელი სამეცნიერო კონფრენციები.

ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ მხატვრულ თვითშემოქმედებაში. უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბაზაზე შექმნილია კამერული მუსიკის ორკესტრი, გაერთიანებული კაპელა, სახალხო თეატრი, ვაჟთა და გოგონათა ვოკალური ანსაბლები, ქორეოგრაფიული და თანამედროვე ცეკვების ანსაბლები, ერთი მსახიობის და პანტომიმის თეატრი, თეატრ-სტუდია ,,მერმისი”, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში მხიარულთა და საზრიანთა კლუბი - ,,მან-სან-კანი”.

თვალსაჩინოა უნივერსიტეტელთა სპორტული მიღწევები. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ასპარეზობებში საქართველოსა თუ უცხოეთში, წარმატებით იცავენ ქვეყნისა და უნივერსიტეტის სპორტულ ღირსებას. უნივერსიტეტის კედლებში აღიზარდა და დღესაც სწავლობს მსოფლიო, ევროპის თუ საქართველოს არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი, თვალსაჩინო სპორტმენი.

[რედაქტირება] რესეურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com