Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
პარიზის უნივერსიტეტი - ვიკიპედია

პარიზის უნივერსიტეტი

ვიკიპედიიდან

სორბონი, პარიზი, მე-17 საუკუნის გრავიურა
გაზარდეთ
სორბონი, პარიზი, მე-17 საუკუნის გრავიურა
სორბონი დღეს, იგივე ხედი.
გაზარდეთ
სორბონი დღეს, იგივე ხედი.

ისტორიული პარიზის უნივერსიტეტი ( ფრანგ. Université de Paris) პირველად გაჩნდა მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში. 1970 წელს რეორგანიზაციის შედეგად იგი დაიყო 13 ავტონომიურ უნივერსიტეტად (პარიზის უნივერსიტეტი I–XIII). უნივერსიტეტს ხშირად მოიხსენიებენ როგორც სორბონს იგივე სახელწოდების კოლეგიატის (Collège de Sorbonne) მიხედვით, რომელიც 1257 წელს რობერ დე სორბონმა დააფუძნა, თუმცა თვით უნივერსიტეტი უფრო ძველია და სორბონი მხოლოდ მისი შემადგენელი ნაწილია. უნივერსიტეტის 13 შთამომავლიდან პირველი ოთხი სორბონაში იმყოფება, შემდგომი სამისთვის კი სორბონა ტიტულის ნაწილია. ცამეტივე უნივერსიტეტს დღემდე საერთო რექტორი ჰყავს, რომელსაც ოფისი სორბონაში აქვს.

სორბონი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტად. მისი სტუდენტ-მასწავლებლებიდან მრავალი ნობელის პრემიის ლაურეატი და დასავლური ტრადიციების მიმდევარი უდიდესი ინტელექტუალი, პოლიტიკური თეორეტიკოსო, მეცნიერი, ინჟინერი, ექიმი, თეოლოგი თუ ხელოვანი გამოსულა.


[რედაქტირება] უნივერსიტეტის ჩამოყალიბების ისტორია

სხვა შუა საუკუნეების უნივერსიტეტთა (ბოლონიის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, კოიმბრას უნივერსიტეტი, სალამანკას უნივერსიტეტი) მსგავსად, მაგრამ გვიანდელთაგან (პრაღის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი) განსხვავებით პარიზის უნივერსიტეტი სპეციალური დამფუძნებელი აქტის (მაგ. სამეფო ქარტია) შედეგად არ შექმნილა. ის მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენდა ღვთისმშობლის ტაძართან როგორც კორპორაცია, მსგავსად სხვა შუასაუკუნეობრივი კორპორაციებისა, როგორებიც სავაჭრო და ხელოვანთა გილდიებს წარმოადგენდნენ. შუასაუკუნეების ლათინურ ტერმინს universitas უფრო ფართო გილდიის მნიშვნელობა აქვს და პარიზის უნივერსიტეტი ცნობილი იყო, როგორც universitas magistrorum et scholarium (მაგისტრთა და სქოლასტთა გილდია).

უნივერსიტეტს, რომელიც ბოლონიასთან ერთად სხვა შუასაუკუნეების უნივერსიტეტების მოდელი გახდა, ჰქონდა ოთხი ფაკულტეტი - ხელოვნების, მედიცინის, იურისპრუდენციისა და თეოლოგიის. ხელოვნებათა ფაკულტეტი რანგით ყველაზე დაბალი იყო, თუმცა ამასთან ყველაზე მრავალრიცხოვანი, ვინაიდან სტუდენტებს თავდაპირველად ეს ფაკულტეტი უნდა დაემთავრებინათ უფრო მაღალი რანგის ფაკულტეტზე მოსახვედრად. სტუდენტები იყოფოდნენ ოთხ ძირითად ნაციონად - ენობრივი ან რეგიონალური წარმომავლობის მიხედვით - საფრანგეთის, ნორმანდიის, პიკარდის და ინგლისის, თუმცა ბოლო მათგანი მოგვიანებით ალემანიის (გერმანიის) ნაციონად გახდა ცნობილი. ყოველ ნაციონში მიღება მათ სახელობით კუთვნილებას სცილდებოდა, ასე მაგალითად ინგლისურ-გერმანულ ნაციონში ფაქტობრივად სტუდენტებს სკანდინავიიდან და აღმ. ევროპიდანაც იღებდნენ.

[რედაქტირება] სორბონის კოლეჯი

სორბონის კოლეჯი ( ფრანგ. Collège de Sorbonne) დაფუძნდა 1257 წელს საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის პირადი მოძღვრის რობერ დე სორბონის (1201-1274) მიერ, ვის სახელსაც ის დღემდე ატარებს. იგივე სახელს ატარებს მისი მთავარი კამპუსი პარიზში, სადაც ამჟამად რამდენიმე უნივერსიტეტია (ყოფილი პარიზის უნივერსიტეტის შთამომავლები) პარიზის რექტორატთან ერთად.

თავდაპირველად ის შეიქმნა 20 თეოლოგი სტუდენტისთვის. მან სწრაფაც მოიხვეჭა განათლების ცენტრის რეპუტაცია და მე-13 საუკუნისთვის მასში უკვე 20.000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რამაც პარიზი დასავლური სამყაროს ცოდნის დედაქალაქი გახადა. დღემდე უცხოელი სტუდენტები ქმნიან უნივერსიტეტის კამპუსის მნიშვნელოვან ნაწილს.

სორბონი მალევე საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური ინსტიტუტი გახდა. 1622-1626 წლებში კარდინალმა რიშელიემ განაახლა სორბონა და უნივერსიტეტის თანამადროვე შენობები ამ პერიოდის არქიტექტურას განეკუთვნება. კარდინალის საპატივცემლოდ 1637 წელს სორბონის სამლოცველო იქნა დამატებული. რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ 1642 მისი ცხედარი სამლოცველოს ძვალთსაცავში იქნა დასვენებული.

ფაკულტეტის ეკლესიასთან ახლო კავშირმა საფრანგეთის რევოლუციის დროს მისი დახურვა განაპირობა, თუმცა 1808 წელს ნაპოლეონის ბრძანებით მან განაახლა მუშაობა, როგორც პარიზის უნივერსიტეტის ნაწილმა. 1885 წლამდე სორბონი უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და პარიზის აკადემიას მოიცავდა. მე-19 საუკუნის ბოლოს სორბონი მთლიანად გაემიჯნა რელიგიას.


Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com