სირს ტაუერი
ვიკიპედიიდან
სირს ტაუერი | |
სირს ტაუერი იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა 1973-2004 წლებში. * | |
მანამდე | მსოფლიო სავაჭრო ცენტრი |
შემდეგი | ტაიპეი 101 |
მისამართი | 233 საუზ უაკერ დრაივი, ჩიკაგო, ილინოისი |
სიმაღლე | 442 მ / 108 სართ. |
შენდებოდა | 1970-1973 |
დაინგრა | {{{დაინგრა}}} |
---|---|
* იხ. მსოფლიოს უმაღლესი სტრუქტურები სხვა კლასიფ.-თვის |
სირს ტაუერი (Sears Tower) -- ცათამბჯენი ჩიკაგოში, ილინოისი, და უმაღლესი საოფისე შენობა აშშ-ში. აშენდა სირს, რობაკ და კომპანიის დაკვეთით არქიტექტორ ბრიუს გრემისა და სტრუქტურული ინჟინრის ფაზლურ ხანის მიერ კომპანიიდან სკიდმორ, ოუინგს & მერილი.
მშენებლობა დაიწყო 1970 წლის აგვისტოში და შენობამ მაქსიმალურ სიმაღლეს 1973 წლის 3 მაისს მიაღწია. დასრულებისას სირს ტაუერმა გაუსწრო მსოფლიო სავაჭრო ცენტრის წყვილს ნიუ-იორკში, როგორც მსოფლიოში უმაღლეს შენობას. ტაუერს 108 სართული აქვს. მანძილი მიწიდან ზემო სახურავამდე 442 მეტრია. 1982 წლის თებერვალში ნაგებობას ორი სატელევიზიო ანტენა დაემატა, რამაც მისი საერთო სიმაღლე 520 მ-მდე ასწია. დასავლეთის ანტენა 2000 წლის 5 ივნისს დაგრძელდა (527მ) ადგილობრივი ტელესადგურის ტალღების მიღების გასაუმჯობესებლად.
სირს ტაუერს ასევე აქვს ყველაზე მეტი სასარგებლო ფართი ნებისმიერ სხვა კომერციულ შენობათა შორის აშშ-ში (საერთო ფართით ჩამორჩება მხოლოდ პენტაგონს არლინგტონში, ვირჯინია).
შენობის ოფიციალური მისამართია 233 საუზ უაკერ დრაივი, ჩიკაგო, ილინოისი 60606.