პეტერჰოფი
ვიკიპედიიდან
პეტერჰოფი (რუს.: Петерго́ф, თავადპ. Piterhof, ჰოლ. "პეტრეს ეზო") სასახლეებისა და ბაღების კომპლექსია, რომელიც პეტრე დიდის ბრძანებით გაშენდა სანქტ-პეტერბურგიდან დასავლეთით ექვსიოდე კილომეტრში ფინეთის ყურის ნაპირას, ბალტიის ზღვასთან და მას ხშირად "რუსულ ვერსალსაც" უწოდებენ. ამავე არემარეში არსებობს იგივე სახელწოდების მცირე ქალაქი 82.000 მცხოვრებით. სასახლე-ბაღების ანსამბლი და ქალაქის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.