ოქროს საწმისი
ვიკიპედიიდან
ოქროს საწმისი (ბერძნ. Χρυσόμαλλον Δέρας) ბერძნულ მითოლოგიაში ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავი იყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით ჰერმესმა გამოგზავნა ჰერას ან თავად ზევსის ბრძანებით, და რომლის ზურგზე ორხომენეს მეფე აფამანტის შვილები - ფრიქსი და ჰელა - აზიის ნაპირებისკენ გაემგზავრნენ დედინაცვალი ინოსგან გადასარჩენად. გზად ჰელა ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს - ჰელესპონტი (თანამედროვე დარდანელის სრუტე).
ფრიქსმა კოლხეთის სანაპიროს მიაღწია და ცხვარი ზევსს შესწირა, ხოლო მისი ოქროს ტყავი კოლხეთის მეფეს უბოძა. ოქროს საწმისი კოლხთა კეთილდღეობის გარანტი გახდა, რომელსაც არესის ტყეში დრაკონი დარაჯობდა. სწორედ აქედან მოიტაცა იასონმა არგონავტებთან ერთად საწმისი და საბერძნეთში წაიღო.