ოსმალეთის იმპერია
ვიკიპედიიდან
ოსმალეთის იმპერია (ოსმ.: دولت عليه عثمانيه Devlet-i Âliye-i Osmâniyye), ასევე ხშირად წოდებული, როგორც ”თურქეთის იმპერია", 1299-1923 წლებში არსებობდა. მისი ძლევამოსილების პერიოდში XVI-XVII საუკუნეებში იმპერიის ტერიტორია მოიცავდა ანატოლიას, ახლო აღმოსავლეთს, ჩრდ. აფრიკის ნაწილს და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისა და კავკასიის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ ტერიტორიის ფართობი დაახ. 5,6 მილიონ კმ²-ს შეადგენდა, თუმცა ის გაცილებით უფრო ვრცელ რეგიონს აკონტროლებდა მეზებელ რეიონებში, რომლებიც მეტწილად მომთაბარე ტომებით იყო დასახლებული. იმპერიას მჭიდო პოლიტიკური და კულტურული გაცვლა ჰქონდა როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის კულტურებთან მისი 624-წლიანი არსებობის განმავლობაში.
XVI-XVII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ერთეული გახდა, და მისი გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, უნგრეთის სამეფოსა და პოლონეთ-ლიტვის გაერთიანების სამხრეთში ევროპას დიდ საფრთხეს უქმნიდა. იმპერიის საზღვაო ფლოტიც საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა ხმელთაშუა ზღვაზე. რამდენჯერმე ოსმალეთის არმია ცენტრალურ ევროპაშიც შეიჭრა, ვენის ალყით 1529 წელს და ხელმეორედ 1683 წელს ჰაბსბურგის სამფლობელოების დაპყრობის მცდელობაში. მათი განდევნა მხოლოდ ევროპის კოალიციის ძალებით მოხერხდა. ეს ერთადერთი არა-ევროპული ძალა იყო, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთის აღმავლობას XV-XX საუკუნეებში, რის გამოც იგი საბოლოოდ ევროპის ძალთა დაბალანსების პოლიტიკის ინტეგრირებული ნაწილი გახდა.
იმპერიის დაშლა პირველი მსოფლიო ომის პირდაპირი შედეგი იყო, როცა მოკავშირეთა ძალებმა დაამარცხეს აქსისის ძალები ევროპაში, ხოლო ოსმალეთის ძალები ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე. ომის დასასრულს ოსმალეთის მთავრობა დაიშალა და იმპერია გამარჯვებულმა ძალებმა გაიყვეს. მომდევნო წლებში ოსმალეთის იმპერიის ნაწილებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ერთ-ერთი მათგანი თურქეთის რესპუბლიკა იყო. ამ ახალმა რესპუბლიკამ ოსმანთა დინასტია თურქეთის 150 პერსონა ნონ გრატას სიაში შეიყვანა. მხოლოდ 50 წლის შემდეგ, 1974 წელს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ დართო ნება ოჯახის შთამომავლებს თურქეთის მოქალაქეობა დაებრუნებიათ, რომელიც ოჯახის მეთაურმა, ერთუგრულ ოსმან V-მ 2004 წელს დაასრულა.