მეთაფლიასებრნი
ვიკიპედიიდან
მეთაფლიასებრნი (Indicatoridae), ფრინველთა ოჯახი კოდალასნაირთა რიგისა. ოჯახში 11 სახეობაა. გავრცელებულია აფრიკაში (სამხრეთ საჰარიდან), ჰიმალაიში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მეთაფლიასებრთა სხეულის სიგრძე 11-20 სმ. ბუდობრივი პარაზიტებია - დედალი, კვერცხს სხვა ფრინველის ბუდეში დებს. გამოჩეკილი მართვე სანისკარტე კბილით კლავს მასპინძლის მართვეებს და დაახლოებით 40 დღის შემდეგ ტოვებს ბუდეს. მეთაფლიასებრნი ბინადრობენ ტყეებსა და სავანებში. ხმაურითა და თავისებური ქცევით მიანიშნებენ პავიანებს, მაჩვ-მელოტას და ადამიანებს გარეული ფუტკრის სკებს. იკვებებიან მწერებით და მათი მატლებით, თაფლით, ცვილით, ჭამენ დაშლილ ფიჭებს.
თარგი:ფრინველები