მალკოვიჩი, ჯონ
ვიკიპედიიდან
ჯონ გევინ მალკოვიჩი (John Gavin Malkovich) (დ. 9 დეკემბერი, 1953, კრისტოფერი, ილინოისი) - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და დირექტორი. მისი ოჯახი ბენტონის საღამოს ახალი ამბების და ჟურნალის „Outdoor Illinois“ გამომცემლები იყვნენ ბენტონში, ილინოისი. მათი ოჯახი შტატში ცნობილია, როგორც ილინოისის გარემოს დაცვის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა კრისტოფერში, ილინოისი, ხორვატიული წარმოშობის კათოლიკურ ოჯახში. ბავშვობაში მსუქანი ბიჭი ყოფილა, თუმცა საშუალო სკოლის ბოლო წლებში სისტემატური ფიზიკური ვარჯიშით ათლეტური აღნაგობა მიუღია. სწავლობდა ილინოისის სახ. უნივერსიტეტში ეკოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა შემდეგ შეიცვალა სწავლის საგანი თეატრალურზე, ერთ-ერთი პროფესორის მიერ მისთვის გაკეთებული კომენტარის პასუხად, რომ მისგან მსახიობი ვერ დადგებოდა. მალევე, კოლეჯიდან წასვლის შემდეგ, მალკოვიჩი თავის სარჩენად მცირე-ანაზღაურებად სამსახურთა სერიას იცვლის - მუშაობს სასკოლო ავტობუსის მძღოლად, მღებავად, საკანცელარიო ნივთების მაღაზიის თანამშრომლად და ა.შ.
1976 წელს მალკოვიჩი ჩიკაგოს (ილინოისი) სტეპენვულფის თეატრალური კომპანიის აკრედიტებული წევრი ხდება. 1983 წელს ნიუ-იორკში გადადის და სპექტაკლში „ნამდვილი დასავლეთი“ (True West) იღებს მცირე როლს. 1984-ში ბროდვეიზე დასტინ ჰოფმანთან ერთად სპექტაკლში „Death of a Salesman“ ჩნდება. სპექტაკლის სატელევიზიო ფილმად გადაღების შემდეგ მალკოვიჩი ამ როლისთვის ემმის ჯილდოს ღებულობს. საფილმო დებიუტს ის ”Places in the Heart“-ში აკეთებს (1984), რომლისთვისაც ის აკადემიის ჯოლდოზე იქნა წაყენებული დამხმარე როლში საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის. 1994 წელს ოსკარზე იყო წაყენებული იგივე კატეგორიით ფილმში „In the Line of Fire“. მიუხედავად იმისა, რომ ის სატიტულო როლს ასრულებს ჩარლი კაუფმანის ფილმში „Being John Malkovich“, აქ ის საკუთარ თავს მცირე ვარიაციით ანსახიერებს, რაზეც მთავარი გმირის შუა სახელი „ჰორაციო“ მიუთითებს. მალკოვიჩს კამეო როლი აქვს ფილმში „ადაპტაცია“, ასევე კაუფმანის დაწერილი სცენარით, სადაც საკუთარი სახელით გამოდის ფილმის “Being John Malkovich” გადაღების ეპიზოდში. მალკოვიჩის სადირექტორო დებიუტი “The Dancer Upstairs” 2002 წელს გამოდის.
მალკოვიჩი ბოლო მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობს მის ფრანგ მეგზურ ნიკოლეტა პეირანთან და ორ შვილთან (ამანდინ და ლევი) ერთად.
2005 წლის 4 აპრილს ილინოისის სახ. უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მას საზეიმოდ გადასცეს თეატრის დიპლომი. 1970-იანებში უნივერსიტეტში სწავლისას მას საბოლოო სადიპლომო გამოცდა აშშ კონსტიტუციაში არ ჩაუბარებია. დიპლომის მისაღებად მას ეს გამოცდა გაუუქმეს.
მალკოვიჩი ერთგული რჩება კომპანიისა, რომელმაც მას პირველი შანსი მისცა სამსახიობო კარიერაში, ის ხშირად ბრუნდება სტეპენვულფის თეატრში, სადაც ის დღესაც სპექტაკლებში მონაწილეობს, როგორც მსახიობი ან დამდგმელი-რეჟისორი.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
- Beowulf (2007)
- Eragon (2006) (გადაღების პროცესშია)
- Colour Me Kubrick (2006)
- The Libertine (2005)
- Klimt (2005)
- The Hitchhiker's Guide to the Galaxy (2005)
- Johnny English (2003)
- Ripley's Game (2002)
- Adaptation (2002)
- Shadow of the Vampire (2000)
- Les Misérables (მინისერიები) (2000)
- Le Temps Retrouvé (დაკარგული დროის ძიებაში)(1999)
- Being John Malkovich (1999)
- Messenger: The Story of Joan of Arc (1999)
- Rounders (1998)
- The Man in the Iron Mask (1998)
- John Malkovich Presents The Terrorist (1998)
- Con Air (1997)
- Mary Reilly (1996)
- Heart of Darkness (ტვ) (1994)
- In the Line of Fire (1993)
- Jennifer Eight (1992)
- Of Mice and Men (1992)
- The Sheltering Sky (1990)
- Dangerous Liaisons (1988)
- Making Mr. Right (1987)
- Empire of the Sun (1987)
- Death of a Salesman (1985)
- The Killing Fields (1984)
- Places in the Heart (1984)