ეკოლოგია
ვიკიპედიიდან
ეკოლოგია (ბერძნ. oikos - სახლი, გარემო, და logos - შეცნობა, სწავლა) დედამიწის მეცნიერებების ნაწილია. ეკოლოგიურ საკითხებში პირველ რიგში გულისხმობენ საკითხებს, რომლებიც გარემოს დაცვას უკავშირდება, ვინაიდან ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა გარემოზე ადამიანის ზემოქმედების პრობლემა. ბოლო წლებში შეიმჩნევა ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია, სადაც "ეკოლოგიური" აღნიშნავს ეკოლოგიურ მეცნიერებასთან დაკავშირებულ, ხოლო "გარემოსდაცვითი" - გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ქვემოთ მოტანილია ტერმინის "ეკოლოგია" რამდენიმე განმარტება:
- ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზების და მათი საცხოვრებელი გარემოს ურთიერთობებს.
- ეკოლოგია არის სისტემა, რომელიც მიმართულია ეკოსისტემის ფუნქციონირების, ცოცხალ არსებათა სახეობების მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობების და ასეთი სისტემების განვითარების და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
- ეკოლოგია არის ბუნების ეკონომიკის შეცნობის, გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების კვლევის შესახებ. ერთი სიტყვით, ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბუნებაში მიმდინარე რთულ ურთიერთკავშირებს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეკოლოგიის დარგები
- ანალიტიკური ეკოლოგია
- ანთროპოეკოლოგია - ადამიანის ეკოლოგია
- გარემოს დაცვა - გამოყენებითი ეკოლოგია
- გეოეკოლოგია
- დინამიური ეკოლოგია
- ზოგადი ეკოლოგია - ბიოეკოლოგია
- სოციალური ეკოლოგია
[რედაქტირება] ეკოლოგიის ცნებები და ტერმინები
ანთროპოგენური ფაქტორები - ბიომასა - ბიოტიკური ფაქტორები - ბიოტოპი - ბიოცენოზი - ეკოლოგიური ნიშა - ეკოლოგიური პირამიდა - ეკოსისტემა - კონსუმენტი - ოზონის შრე - პოპულაცია - პროდუცენტი - რედუცენტი - სათბურის ეფექტი
[რედაქტირება] ეკოლოგიური ორგანიზაციები
- გრინფისი
- ეკოლოგიური მოძრაობა
- მწვანეები
[რედაქტირება] ქართული რესურსები ინტერნეტში
- ბმული
- ბმული