გინზბერგი, ალენ
ვიკიპედიიდან
დაიბადა: | 3 ივნისი, 1926 ნიუარკი, ნიუ-ჯერსი |
---|---|
გარდ.: | 5 აპრილი, 1997 |
საქმიანობა: | მწერალი, პოეტი |
ეროვნება: | ამერიკელი |
ჟანრი: | პოეზია, ნოველა, ესსე |
მიმდინარეობა: | ბიტნიკთა თაობა |
Magnum opus: | Howl, Kaddish |
ირვინ ალენ გინზბერგი (ინგლ. Irwin Allen Ginsberg ([ˈgɪnzˌbɝg])(*3 ივნისი, 1926, ნიუარკი, ნიუ-ჯერსი ― † 5 აპრილი, 1997), ამერიკელი პოეტი, ბიტნიკთა თაობის წარმომადგენელი. გინზბერგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ნაწარმოებით ჰოლი (1956). ამ უკანასკნელში წარმოდგენილია ავტორის ხედვა იმდროინდელ ამერიკაში გამეფებული მატერიალიზმისა და კონფორმიზმის დესტრუქციული ძალების შესახებ.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] ბავშვობა
გინზბერგმა ბავშვობა ნიუ ჯერსიში, ნევარკში გაატარა. მამა, ლუი გინზბერგი პოეტი იყო. დედა, ნაომი ლევი გინზბერგი, რომელიც ეპილეფსიითა და პარანოიით იყო დაავადებული, აშშ-ს კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო და ხშირად დაჰყავდა ალენი და მისი ძმა პარტიის კრებებზე.
გინზბერგმა ადრეულ ასაკში დაიწყო ნიუ-იორკ ტაიმსში წერილების წერა ისეთ თემებზე, როგორიცაა მშრომელთა უფლებები და მეორე მსოფლიო ომი. სკოლის პერიოდში ალენი ხშირად დაჰყვებოდა დედას ფსიქიატრთან სეანსებზე. ამან დიდი გავლენა მოახდინა მასზე და აღწერა კიდეც ეს პერიოდი თავის გრძელ ავტობიოგრაფიულ პოემაში Kaddish for Naomi Ginsberg. 1943 წელს გინზბერგმა უმაღლესი სკოლის დიპლომი აიღო და ცოტა ხანი მონკლერის სახელწიფო უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტში შევიდა. აქ იგი თანამშრომობდა ლიტერატურულ ჟურნალთან Columbia Review და იუმორისტულ ჟურნალთან Jester. იყო ასევე Philolexian Society-ს დებატ-კლუბის პრეზიდენტი.
[რედაქტირება] ნიუ იორკელი ბიტნიკები
კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას გინზბერგი ხვდება ლუსიენ კარს, რომელიც მას გააცნობს მომავალი ბიტნიკ მწერლებს, მათ შორის ჯეკ კერუაკს, უილიამ ს. ბაროუსა და ჯონ კლელოლ ჰოლმსს. მათ შორის საინტერესო საუბრები იმართებოდა ამერიკისა და ზოგადად ლიტერატურის "ახალი ხედვის" შესახებ. კარმა გააცნო გინსბერგს ნეილ კასადიც, რომელიც განსაკუთრებით შეუყვარდა. მოგვიანებით კერუაკმა აღწერა გინსბერგისა და კასადის შეხვედრა თავის ნოველაში გზაზე. კერუაკი ხედავდა მათ, როგორც "ახალი ხედვის" ბნელ (გინსბერგი) და ნათელ (კასადი)მხარეებს. 1948 წელს ჰარლემში გინზბერგს სმენითი ჰალუციანცია დაემართა. იგი ამტკიცებდა, რომ იმ მომენტში, როცა კითხულობდა უილიამ ბლეიკის ლექსებს, გაიგონა თავად ბლეიკის ხმა. გინსბერგმა ამ მოვლენას უწოდა ძირითადი გამოცხადება. სწორედ ეს განსაზღვრავს სამყაროს გინზბერგისეულ გაგებას. მას სჯეროდა,რომ ამით სამყაროში არსებული ურთიერთკავშირის მოწმე გახდა.
[რედაქტირება] სან-ფრანცისკოს რენესანსი
[რედაქტირება] ლიტერატურული მოღვაწეობა
[რედაქტირება] ბუდიზმი
[რედაქტირება] გარდაცვალება
[რედაქტირება] პოლიტიკური აქტივობა
[რედაქტირება] ანტი ვიეტნამური პროტესტები
[რედაქტირება] გინსბერგი და კომუნიზმი
[რედაქტირება] ჰომოსექსუალების უფლებები და ნარკოტიკები
[რედაქტირება] კარიერა
[რედაქტირება] მეგობრების გავლენა
[რედაქტირება] საყვარელ ავტორთა გავლენა
[რედაქტირება] სტილი და ტექნიკა
[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია
- ჰოლი (1956)
- კედიში (1961)
- რეალური სენდვიჩები (1963)
- The Yage Letters (1963)
- პლანეტის ახალი ამბები (1968)
- პირველი ცისფერები: Rags, ბალადები და ჰარმონიული სიმღერები 1971 - 1974 (1975),
- სიბრაზის კარიბჭე: რითმული პოემები 1948–1951 (1972)
- ამერიკის დაცემა (1973)
- რკინის ცხენი (1972)
- გონიერი არსებობები (1978)
- პლუტონისეული ოდა: ლექსები 1977–1980 (1982)
- რჩეული ლექსები: 1947 - 1980 (1984)
- თეთრი შენიღბული ლექსები: 1980–1985 (1986)
- კოსმოპოლიტური მისალოცი ლექსები: 1986 - 1993 (1994)
- ჰოული ანოტაციით (1995)
- გაბრწყინებული ლექსები (1996)
- რჩეული ლექსები: 1947 - 1995 (1996)
- გარდაცვალება და სახელი: ლექსები 1993 - 1997 (1999)
- გათავისუფლებული პროზა: 1952 - 1995 (2000)
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ლექსების არქივი: ალენ გინსბერგი
- 1985 წლის აუდიო ინტერვიუ გინსბერგთან
- ალენ გინსბერგი საიტზე Poets.org
- "The clearing house for all things Ginsberg"
- MP3 ფაილები გინსბერგის შესახებ
- სტატია ალენ გინსბერგის შესახებ
- Spike Magazine-ის ინტერვიუ
- გინსბერგის მემორიალური გვერდი
- ალენ გინსბერგი ლოდნონში. ვიდეო მასალა, გადაღებული 1995 წლის 19 ოქტომბერს.