ბაშლე, მიშელ
ვიკიპედიიდან
ვერონიკა მიშელ ბაშლე ჯერია (Verónica Michelle Bachelet Jeria) (*29 სექტემბერი, 1951) - ჩილელი სოციალისტი პოლიტიკოსი და პირველი ქალი არჩეული პრეზიდენტად მის ქვეყანაში. მან ამომრჩეველთა 53.5%-ით გაიმარჯვა 2006 წლის არჩევნებში გაუსწრო რა მემარჯვენე-ცენტრისტ მილიარდელ ბიზნესმენსა და ყოფილ სენატორ სებასტიან პინიერას. მისი საპრეზიდენტო კამპანიის პლატფორმა იყო ჩილეს თავისუფალი ბაზრის პოლიტიკის გაგრძელება, სოციალური უზრუნველყოფის გაზრდა და ასევე მდიდართა და ღარიბთა შორის მატერიალური ზღვარის შემცირება, რომლითაც ჩილე მსოფლიოში მოწინავეა. მისი პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 2006 წლის 11 მარტს ჩატარდა.