აგეფსთა
ვიკიპედიიდან
აგეფსთა | |
---|---|
სიმაღლე | 3.256 |
მდებარეობა | კავკასიონი |
ქედი | გაგრის |
აგეფსთა, იაღიაფსთა, მთა გაგრის ქედზე, მდ. გეგის მარცხენა შენაკად აგეფსთის სათავესთან. სიმაღლე 3257 მ. აგებულია ბაიოსური ტუფპორფირიტებით. მკაფიოდ ემჩნევა მეოთხეული გამყინვარების კვალი. თანამდეროვე გამყინვარება მცირეა, უფრო ჩრდილოეთ ფერდობებზეა. 1700-1800 მ-მდე სოჭნარი და წიფლნარია, ზემოთ კი სუბალპური მაღალი ბალახეული და ალპური მდელოებია. მისასვლელი - მდ. გეგისა და მდ. მზიმთის სათავეებიდან.