გაგრის ქედი
ვიკიპედიიდან
გაგრის ქედი - ქედი გაგრის საქალაქო საბჭოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება. მდებარეობს მდინარეებს - ფსოუსა და ბზიფს შორის. სიმაღლე 3256 მ-მდე (მთა აგეფსთა). ქედის შტოს ქალაქ გაგრის მიდამოებში მჭიდროდ უახლოვდება შავ ზღვას. აგებულია ძირითადად კირქვებისაგან, რომლებსაც კვეთენ მდინარეები ჟვავა-კვარა, იუფშარა და სხვები და ქმნიან კანიონისებრ ხეობებს. გაგრის ქედი დაფარულია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით, ზემოთ ალპური და სუბალპური მდელოებია. ბზიფის, იუფშარას და გეგას ხეობებით საავტომობილო გზა მიემართება რიწის ტბისაკენ.