ვიკიპედიიდან
25 ივლისი არის გრიგორიანული კალენდრის 206-ე დღე (ნაკიან წლებში – 207-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 159 დღე.
- 306 : კონსტანტინე I-ს მისი მეომრები რომის იმპერატორად აცხადებენ.
- 1261 : ნიკეის ჯარი მიქაელ VIII პალეოლოგუსის მეთაურობით იბრუნებს ქალაქ კონსტანტინოპოლს, რითაც აღდგენილ იქნა ბიზანტიის იმპერია. ბიზანტიელები ასევე წარმატებით იღებენ სალონიკსა და დანარჩენ ლათინურ იმპერიას.
- 1547 : ჰენრი II კურთხუეულ იქნა საფრანგეთის მეფედ.
- 1567 : დონ დიეგო დე ლოსადა აფუძნებს ქალაქ სანტიაგო დე ლეონ დე კარაკასს, ამჟამად თანამედროვე ვენესუელის დედაქალაქი.
- 1593 : ჰენრი IV კათოლიკობას უარჰყოფს და პროტესტანტი ხდება.
- 1799 : აბუქირთან ეგვიპტეში ნაპოლეონ I ამარცხებს მუსტაფა ფაშას ოსმალეთის 10.000-იან ჯარს.
- 1853 : ხოაკინ მურიეტა, განთქმული კალიფორნიელი ბანდიტი, ცნობილი როგორც ”ელ-დორადოს რობინ ჰუდი” მოკლეს.
- 1868 : ვაიომინგი აშშ-ის ტერიტორია ხდება.
- 1894 : პირველი სინო-იაპონური ომი იწყება იაპონელთა მიერ ჩინურ სამხედრო ხომალდზე ცეცხლის გახსნით.
- 1897 : ჯეკ ლონდონი უერთდება კლონდაიკის ოქროს ცხელებას, სადაც ის თავის პირველ წარმატებულ ნაწარმოებებს წერს.
- 1898 : კორეა იაპონიის პროტექტორატი ხდება.
- 1909 : ლუი ბლერიო ახორციელებს პირველ გადაფრენას ლა-მანშზე ”ჰაერზე უფრო მძიმე” მანქანით.
- 1920 : ტელეკომუნიკაციის ერა: პირველი ტრანსატლანტიკური ორმხრივი რადიო გადაცემა განხორციელდა.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი - ბენიტო მუსოლინი გადაყენებულ იქნა მმართველობიდან.
- 1992 : ბარსელონაში გაიხსნა 25-ე ოლიმპიური თამაშები.
- 1946 : პირველი წყალქვეშა ბირთვული გამოცდა განხორციელდა - წყნარ ოკეანეში ბიკინი ატოლთან აშშ-მა ჩაძირა ჩამოწერილი სამხედრო ხომალდი ”სარატოგა”.
- 1965 : ნიუპორტის სახალხო ფესტივალზე ბობ დილანი ელექტრო გიტარას იყენებს პირველად.
- 1978 : პირველი საცდელი სინჯარის ბავშვი, ლუიზ ბრაუნი, დაიბადა.
- 1984 : სალიუტ 7 ხემალდის კოსმონავტი სვეტლანა სავიცკაია ხდება პირველი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გადის.
- 1993 : შვიდ-დღიანი ომი იწყება ისრაელსა და ლიბანს შორის.
- 1994 : ისრაელი და იორდანია ხელს აწერენ ვაშინგტონის დეკლარაციას, რითაც ფორმალურად სრულდება 1948 წლიდან მოყოლებული საომარი მდგომარეობა ორ ქვეყანას შორის.
- 1997 : კ. რ. ნარაიანანი ინდოეთის მე-10 პრეზიდენტი ხდება -- პირველი დალიტი (ე.წ. ”ხელშეუხებელი”) ამ პოსტზე.
- 1999 : ლანს არმსტრონგი პირველად იმარჯვებს ტურ დე ფრანსში.
- 2000 : ეარ ფრანსის რეისი 4590, კონკორდის ზესწრაფი სამგზავრო თვითმფრინავი F-BTSC კატასტროფას განიცდის პარიზიდან აფრენისას რამდენიმე წამში. დაიღუპა 109 მგზავრი და 4 აიერპორტის თანამშრომელი.
- 2004 : ლანს არმსტრონგი ისტორიაში შედის ტურ დე ფრანსში ზედიზედ ექვსჯერ გამარჯვებით.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- პუერტო რიკო : რევოლუციის დღე
- ტუნისი : რესპუბლიკის დღე
სხვა თვეები