ვენესუელა
ვიკიპედიიდან
ვენესუელა |
|
ვენესუელის დროშა | ვენესუელის გერბი |
ფართობი: 912.050 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა.
- ეროვნული: Republica Bolivariana de Venezuela.
- ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება “პატარა ვენეციას” ნიშნავს. ასე უწოდეს მას პირველაღმომჩენებმა, ალონსო დე ოხედას ექსპედიციის წევრებმა, მე-15 საუკუნეში. მათ, როგორც ჩანს, მარაკაიბოს ყურე და მიმდებარე დასახლება ვენეციას მიამსგავსეს.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: კოლუმბია, ბრაზილია, გვიანა. ფართობი: 912.050 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი უგო რაფაელ ჩავეს ფრიასი (Hugo CHAVEZ, 1999).
- საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (165 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 23 შტატი (estado), 1 დედაქალაქის ოლქი (distrito federal) და 1 სამფლობელო (dependencia federal).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 24.653 ათასი (2003), მათ შორის 85,5% ვენესუელელები, 8,6% კოლუმბიელები.
- სახელმწიფო ენა : ესპანური.
- რელიგია : კათოლიციზმი.
- დედაქალაქი : კარაკასი (1,741 ათასი).
- ქალაქები (ათ.): მარაკაიბო (1.854), ვალენსია (1.515), ბარკისიმეტო (949).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები : ნავთი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ოქრო, ბოქსიტები, სხვა მინერალები, ჰიდროენერგია, ალმასი.
- ეროვნ. პროდუქტი - 79 მლრდ $.
- ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 4.090 $.
- ექსპორტი : ყავა, ნავთობი, რკინის მადანი, ალუმინი, ხილი.
- ვალუტა : ბოლივარი (VEB).
[რედაქტირება] ისტორია
ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა მიიღო 1930 წელს აჯანყების შემდეგ, რომელსაც სიმონ ბოლივარი ხელმძღვანელობდა. დიქტატურის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ 1961 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. 80-იან წლებში დაიწყო სერიოზული ეკონომიკური კრიზისი. 1992 წელს იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
კანაიმას ეროვნული პარკი, კარაკასის საუნივერსიტეტო ქალაქი, კორო და მისი პორტი.