ჰადიდი, ზაჰა
ვიკიპედიიდან
ზაჰა ჰადიდი (Zaha Hadid, არაბ.: زها حديد), ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი (*31 ოქტომბერი, 1950) ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა ბაღდადში, ერაყი; ხარისხი მათემატიკის განხრით მიიღო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ლონდონის არქიტექტურის სკოლის არქიტექტურის ასოციაციაში გადადის სასწავლებლად. სწავლის დასრულების შემდეგ ”მეტროპოლიტენ-არქიტექჩა გრუპის” ოფისში იწყებს მუშაობს ყოფილს მასწავლებელთან, ჰოლანდიელ არქიტექტორ რემ კოოლჰაასთან პარტნიორად. 1979 წელს ლონდონში ის საკუთარ პრაქტიკას იწყებს. 1980-იან წლებში ის ასევე არქიტექტურის ასოციაციაში ასწავლიდა.
[რედაქტირება] ნამუშევრები
ჰადიდის ნამუშევართა უმრავლესობა კონცეპტუალურია; მის მნიშვნელოვან პროექტებს მიეკუთვნება:
- ვიტრას სახანძრო სადგური (1993), ვეილ-ამ-რაინი, გერმანია
- როზენთალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (1998), ცინცინატი, ოჰაიო
- ჰონჰაიმ-ნორზის ტერმინალი და სადგური (2001), სტრასბურგი, საფრანგეთი
- ბერგისზელის სათხილამურო ტრამპლინი (2002), ინსბრუკი, ავსტრია
- ორდრუპგაარდ-ანექსი (2005), კოპენჰაგენი, დანია
- ბე-ემ-ვეს ცენტრალური შენობა (2005), ლაიფციგი, გერმანია.
მას ეკუთვნის ასევე უმაღლესი პროფილის საინტერიერო ნამუშევრები, მათ შორის, ლონდონის ათასწლეულის თაღის ”მაინდ-ზონა”. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ლონდონის აქვა-ცენტრის 20.000 მაყურებლიანი დარბაზი, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროექტის ერთ-ერთი დანამატი.
მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ჰადიდის საუკეთესო პროექტები არასდროს აშენებულა. მათ შორის აღსანიშნავია ჰონგ-კონგის პიკ-კლუბი და კარდიფის ”ბეი-ოპერა ჰაუზი” უელსში (1994). 2002 წელს მან გაიმარჯვა სინგაპურის უან-ნორზ მასტერპლანის პროექტის საერთაშორისო კონკურსში. 2005 წელს მისმა პროექტმა გაიმარჯვა ბაზელის ახალი საქალაქო კაზინოს შენობის კონკურში. 2004 წელს ჰადიდი პირველი ქალი გახდა, რომელსაც პრიცკერის არქიტექტურის პრემია მიენიჭა. ბრიტანეთში მას სამეფო ორდენის წევრობა მიენიჭა არქიტექტურის სფეროში მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის. ჰადიდი ბრიტანიკის ენციკლოპედიის სარედაქტორო საბჭოს წევრია.
[რედაქტირება] რესურსები იტნერნეტში
1979: ჯონსონი | 80: ბარაგანი | 81: სტირლინგი | 82: როში | 83: პეი | 84: მეიერი | 85: ჰოლაინი | 86: ბიომი | 87: ტანგე | 88: ბანშაფტი და ნიმეიერი | 89: გერი | 90: როსი | 91: ვენტური | 92: სიზა | 93: მაკი | 94: პორტზამპარკი | 95: ანდო | 96: მონეო | 97: ფენი | 98: პიანო | 99: ფოსტერი | 2000: კოოლჰაასი | 01: ჰერცოგი & დე მერონი | 02: მარკატი | 03: უტცონი | 04: ჰადიდი | 05: მეინი | 06: მენდეს და როშა |