ჯორჯ III
ვიკიპედიიდან
ჯორჯ III (ინგლ. George III) დაბ.: ჯორჯ უილიამ ფრედერიკ ჰანოვერი (ინგლ. George William Frederick Hanover) (* 4 ივნისი, 1738, ლონდონი ― † 29 იანვარი, 1820, უინძორი) - დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფე 1760-1801 წ.წ. დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1801-1820 წ.წ. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და ჰანოვერის კურფიურსტი 1760-1814წ.წ. ჰანოვერის მეფე 1814-1820 წ.წ.
ტორების პარტიაზე დაყრდნობით ცდილობდა ვიგების ჩამოშორებას და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში აღებას. იყო ინგლისის კოლონიური პოლიტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ მიმართული ევროპის ქვეყნების რეაქციისა და ანტიფრანგული კოალიციის აქტიური მოღვაწე. 1811 ჯორჯ III ჭკუაზე შეცდა, სახელმწიფოს რეგენტად დანიშნეს უელსის პრინცი (1820-იდან ჯორჯ IV).
|