ჯავახეთის ქედი
ვიკიპედიიდან
ჯავახეთის ქედი, კეჩუთის ქედი - ქედი ნინოწმინდის, დმანისის და წალკის რაიონებში (აგრეთვე სომხეთში), ჯავახეთის მთიანეთში. სიგრძე დაახლ. 30 კმ-ია, სიმაღლე 3196 მ (მთა აჩკასარი). აგებულია ძირითადად ლავური წარმოშობის ქანებით. ქედი მდებარეობს ნოტიო ჰაერის მასების მოძრაობის გზაზე, ამიტომ მის დასავლეთ კალთებზე დიდი ოდენობის ნალექი მოდის. გავრცელებული ლანდშაფტებია: მთის სტეპები, სუბალპური და ალპური მდელოები.