დმანისის რაიონი
ვიკიპედიიდან
დმანისის რაიონი არის ადმინისტრაციული რაიონი ქვემო ქართლის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში, 1917-30 წლებში - ტფილისის მაზრაში, 1930-33 წლებში - წალკის რაიონში, შემდეგ - დამოუკიდებელი რაიონია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დმანისი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე. ტერიტორია - 1198 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 800 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ხრამი და მისი შენაკადები.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 28 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 23 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 59 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 58 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო - გამგეობა. რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო - 1: დმანისი;
- თემის საკრებულო - 13: ამამლოს თემი, განთიადის თემი, გომარეთის თემი, გუგუთის თემი, დიდი დმანისის თემი, დმანისის თემი, კამარლოს თემი, კიროვისის თემი, მაშავერას თემი, სარკინეთის თემი, ქვემო ოროზმანის თემი, ყარაბულაღის თემი, ყიზილქილისის თემი.
- სოფლის საკრებულო - 2: ირგანჩაი, საკირე.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მეკარტოფილეობა და მეცხოველეობა. არის მცირე სიძლავრის საწარმოები.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 44 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 21 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი. გამოდის რაიონული გაზეთი.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
განთიადის, დიდი გომარეთის, კაკლიანის ღვთისმშობლის ეკლესიები, მონასტერი "ლამაზი საყდარი", დმანისის ქარვასლა და ეკლესიები, ნაქალაქარი.
ქვემო ქართლის მხარე | |
რუსთავი | ბოლნისის რაიონი | გარდაბნის რაიონი | დმანისის რაიონი | თეთრი წყაროს რაიონი | მარნეულის რაიონი | წალკის რაიონი |