Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions წერეთელი, გიორგი ვასილის ძე - ვიკიპედია

წერეთელი, გიორგი ვასილის ძე

ვიკიპედიიდან

საკუთარ სახელს "წერეთელი, გიორგი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: წერეთელი, გიორგი

გიორგი ვასილის ძე წერეთელი (* 8 ოქტომბერი/21 ოქტომბერი, 1904, ახლანდელი დაბა თიანეთი ― † 9 სექტემბერი, 1973, თბილისი), ქართველი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი (1966), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი (1964).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა გამოჩენილი ქართველი ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის (1862-1937) ოჯახში.

1927 წელს დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ლინგვისტური განყოფილება. 1928 წელს ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) ასპირანტად ლენინგრადში, სადაც დასპეციალდა ორიენტალისტიკის სხვადასხვა დარგში. ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში მიიწვიეს არაბული ენის დოცენტად (1932). 1933 დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი, 1936). 1942 წელს თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

წერეთლის ინიციატივით დაარსდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა (1945) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1960). 1957-1967 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებას. 1967-1970 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე აკადემიის პრეზიდიუმის წევრი იყო.

წერეთლის სამეცნიერო კვლევის სფეროა არაბული ენათმეცნიერება და ფოლკლორი, ებრაისტიკა და არამეისტიკა, ახლო აღმოსავლეთის ძველი ენები და დამწერლობათა ისტორია, ქართველური ენათმეცნიერება, ქართული და შედარებითი ლექსთწყობის საკითხები, თეორიული ლინგვისტიკის პრობლემები, ქართული ანბანის წარმოშობის საკითხები, რუსთველოლოგია.

წერეთლის გამოკვლევებმა არაბისტიკის დარგში ახალი პერსპექტივები გადაუშალა ამ მეცნიერებას. აღსანიშნავია მისი ფუძემდებლური შრომები შუა აზიის მანამდე უცნობ დიალექტებზე ("შუა აზიის არაბული დიალექტები, I. ბუხარული დიალექტი", თბილისი, 1956, რუსულ ენაზე). მსოფლიო სემიტილოგიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება წერეთლის მიერ წამოწყებული სამუშაო არმაზში აღმოჩენილი წარწერების ამოკითხვისა და კვლევის საქმეში. ამ დარგს მიუძღვნა მან გამოკვლევები "არმაზის ბილინგვა" (თბილისი, 1941) და "არმაზული წარწერა მითრიდატე იბერიელის ხანისა" (მოსკოვი, 1962). ეს გამოკვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სემიტური დამწერლობების ისტორიისათვის, დადგინდა არამეული დამწერლობის ახალი სახეობა, რომელიც მევნიერებაში "არმაზის არამეულის" სახელწოდებით დამკვიდრდა. წერეთლის მიერ შესწავლილ არმაზის არამეულ წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც აღმოსავლურ-არამეული დამწერლობისა და მის განშტოებათა ისტორიის შესწავლისათვის, ისე იბერიის კულტურულ-ისტორიულ პრობლემათა და ქართული ანბანის წარმოშობის შესწავლისათვის. ქართული კულტურის ისტორიისათვის უაღრესად ფასეულია წერეთლის მონოგრაფია "უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან" (თბილისი, 1960), აგრეთვე გამოკვლევა "მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა" (თბილისი, 1958).

წერეთელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ძველი აღმოსავლური ენების შესწავლაში ("საქართველოს მუზეუმის ურარტული ძეგლები", თბილისი, 1939). თეორიული ლინგვისტიკის დარგში აღსანიშნავია მისი გამოკვლევა: "ენობრივი ნათესაობისა და ენობრივ კავშირთა შესახებ" ("Вопросы языкознания", 1968, N 3), რომელშიც განვითარებულია ახალი თვალსაზრისი ენათა "შენათესავების" შესახებ, რასაც მან ენათა "ალოგენეტური ურთიერთობა" უწოდა (ალოგენეტური თეორია).

დიდია წერეთლის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენის საქმეში. ამ დარგში გამოქვეყნებულ შრომათაგან აღსანიშნავია მონოგრაფია "მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში" (1973).

აღსანიშნავია, რომ გიორგი წერეთელი იყო 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. 1919-1924 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის ეროვნულ ამბოხებაში, რისთვისაც იმავე წელს იქნა დაპატიმრებული. ხელმეორედ დააპატიმრეს 1936 წელს (გაათავისუფლეს 1938 წელს). 1941-1942 წლებში ქართული მეცნიერებისა და კულტურის სხვა ცნობილ წარმომადგენლებთან (ნიკო კეცხოველი, მიხეილ ზანდუკელი, პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია და სხვანი) თანაუგრძნობდა ”სამანელთა” ეროვნულ-პოლიტიკურ დაჯგუფებას.

Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu