ჩხარტიშვილი, გრიგოლ
ვიკიპედიიდან
ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი და გვარი გრიგოლ შალვას ძე ჩხარტიშვილი) (* 20 მაისი, 1956, თბილისი) – მწერალი, იაპონისტი და მთარგმნელი. მხატვრულ ნაწარმოებს აქვეყნებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა 1956 წლის 20 მაისს საქართველოში. 1958 წლიდან ცხოვრობს მოსკოვში (რუსეთი). დაამთავრა მოსკოვის აზია–აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ინტორიულ–ფილოლოგიური განყოფილება. გააჩნია იაპონიათმცოდნის დიპლომი. აწარმოებდა ლიტერატურულ თარგმანს ინგლისური და იაპონური ენებიდან რუსულზე. ჩხარტიშვილის თარგმანით გამოცემულია შემდგომი ავტორების ნაწარმოებები: იუკიო მისიმა, კენძი მარუიამა, მასაჰიკო სიმადა, კობო აბე, ცინიიტი ჰოსი, ტაკეში კაიკო.
მუშაობდა ჟურნალ «Иностранная литература»–ს მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1999-2000). მისი მთავარი რედაქტორობით გამოიცა 20 ტომეული "იაპონური ლიტერატურის ანთოლოგია".
1998 წლიდან გრიგოლ ჩხარტიშვილი ლიტერატურულ შემოქმედებას ეწევა ფსევდონიმით ბორის აკუნინი. იაპონურ სიტყვას აკუნინი (იაპ. 悪人) ქართულში ზუსტი შესატყვისი არ მოეძებნება. მიახლოებით ითარგმნება როგორც "ბოროტი ადამიანი", "ადამიანი რომელიც კანონს არ იცავს". კრიტიკულ და დოკუმენტურ შრომებს აქვეყნებს ნამდვილი სახელითა და გვარით.
ნამდვილი პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ–დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე.
[რედაქტირება] შემოქმედება
[რედაქტირება] ერასტ ფანდორინის თავგადასავალი
- აზაზელი
- თურქული გამბიტი
- ლევიათანი
- აქილევსის სიკვდილი
- ყვავის ვალეტი
- დეკორატორი
- სამოქალაქო მრჩეველი
- მეფედ კურთხევა, ანუ ბოლო რომანებიდან
- სიკვდილის მიჯნური ქალი
- სიკვდილის მიჯნური კაცი
- ალმასის ეტლი
[რედაქტირება] ნიკოლას ფანდორინის თავგადასავალი
- ალტინ–ტოლობასი
- კლასგარეშე საკითხავი
[რედაქტირება] პელაგია
- პელაგია და თეთრი ბულდოგი
- პელაგია და შავი ბერი
- პელაგია და წითელი მამალი
[რედაქტირება] ეკრანიზაცია
- აზაზელი
- თურქული გამბიტი
- სამოქალაქო მრჩეველი
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ბორის აკუნინის ოფიციალური საიტი
- ერას ფანდორის ოფიციალური საიტი
- ბორის აკუნინს წიგნები
- ბორის აკუნინს წიგნები ელექტრონულ ფორმატში