ქვეყნის ნაწილები
ვიკიპედიიდან
ქვეყნის ნაწილები - ეს არის ხმელეთის რეგიონები, რომლებიც მოიცავენ ცალკეულ კონტინენტებს ან მათ ნაწილებს მიმდებარე კუნძულებთან ერთად. ტრადიციულად გამოყოფენ 6 ქვეყნის ნაწილს:
- ევროპა - აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს.
- აზია - ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს.
- აფრიკა - მოიცავს აფრიკის კონტინენტს.
- ამერიკა - მოიცავს ორ კონტინენტს: ჩრდილოეთი ამერიკა და სამხრეთი ამერიკა.
- ოკეანია - მოიცავს ავსტრალიის კონტინენტს და მიმდებარე კუნძულებს.
- ანტარქტიკა - მოიცავს ანტარქტიდის კონტინენტს და მიმდებარე კუნძულებს.
ხმელეთის დაყოფას ქვეყნის ნაწილებად ისტორიულ-კულტურული საფუძველი აქვს და განსხვავდება კონტინენტებად დაყოფისაგან, რომელიც გეოლოგიურ განსაზღვრებას ეფუძნება.
[რედაქტირება] ქვეყნის ნაწილების შედარებითი ცხრილი
ქვეყნის ნაწილები | ფართობი (მლნ კმ2) | % ჯამში | |
1 | აზია | 44,4 | 29,8 |
2 | ამერიკა | 42,1 | 28,5 |
3 | აფრიკა | 29,9 | 19,6 |
4 | ანტარქტიკა | 13,9 | 9,3 |
5 | ევროპა | 10,2 | 6,8 |
6 | ოკეანია | 8,9 | 6,0 |