ურბან VIII
ვიკიპედიიდან
ურბან VIII (ლათ. Urbanus Octavus) ერისკაცობაში მაფეო ბარბერინი (იტალ. Maffeo Barberini) (* 5 აპრილი 1568, ფლორენცია, იტალია; † 29 ივლისი 1644, რომი, იტალია) - რომის პაპი 1623-1644 წლებში.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მთელმა მისმა პონტიფიკატმა განვლო 30-წლიანი ომის (1618-1648) ფონზე, რომლის შეწყვეტას და მშვიდობის დამყარებას ურბან VIII ამაოდ ცდილობდა. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის კარდინალ რიშელიეს, რომელიც საფრანგეთის ინტერესებს იცავდა. ურბან VIII-ეს დროს დასრულდა მიქელანჯელო ბუანაროტის მიერ დაპროექტებული პეტრეს ტაძრის მშენებლობა, რომელიც მან 1626 წლის 28 ნოემბერს აკურთხა. ამ დროს რომში უკვე იმყოფებოდა თეიმურაზ I-ის დესპანი, ქართველი კათოლიკე ბერი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი იგივე ნიკიფორე ირბახი, რომელიც ურბან VIII-მ თავის კარზე თბილად მიიღო.