რიწის ტბა
ვიკიპედიიდან
რიწის ტბა (აფხ.: Риҵа) მდებარეობს ბიჭვინთის ჩრდილოეთით, აფხაზეთში, საქართველო, კავკასიის მთებს შორის მოქცეული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი ტბაა გარშემორტყმული შერეული მთიური ტყეებითა და სუბალპური მდელოებით. ტბის წყალი ცივი და მტკნარია. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-3500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს. ტბაში ექვსი მდინარე ჩაედინება და ერთი (მდ. ლუფშარა) გამოედინება.
1930 წელს შეიქმნა რიწის ბუნებრივი ნაკრძალი (16.289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა.
რიწა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბაა საქართველოში (116 მ) და მდიდარია კალმახით. საშუალო წლიური ტემპერატურა ტბის მიდამოებში 7,8 °C (იანვარში -1.1°C, აგვისტოში 17.8°C). საშუალო წლიური ნალექი დაახ. 2000-2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.
იოსებ სტალინს ტბის მიდამოებში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა.