რაციონალიზმი
ვიკიპედიიდან
რაციონალიზმი, ასევე რაციონალისტური მოძრაობა ფილოსოფიური დოქტრინაა, რომლის მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რწმენის, დოგმისა ან რელიგიური სწავლების ნაცვლად. მის თავდაპირველ ფესვებს პლატონთან მივყავართ. რაციონალიზმს გარკვეული მსგავსება ახასიათებს იდეოლოგიითა და მოწოდებით ჰუმანიზმთან და ათეიზმთან, ვინაიდან ის იძლევა რელიგიურ ან ზებუნებრივ რწმენათა გარეთ სოციალური და ფილოსოფიური შემეცნების საფუძვლებს; თუმცა რაციონალიზმი ამ ორი მიმართულებისგან განსხვავდება, რაც შემდგომში მდგომარეობს:
- როგორც სახელი მიუთითებს, ჰუმანიზმი ხალხის თვითშეგნებასა და საყოველთაო ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას. მაშინ როცა რაციონალიზმი ჰუმანიზმის მთავარი კომპონენტია, ამასთან ჰუმანიზმის ძლიერი კომპონენტია ასევე ეთიკაც, რასაც რაციონალიზმი არ ითვალისწინებს. შედეგად, რაციონალისობა ჰუმანისტობას არ ნიშნავს.
- ათეიზმი, ღმერთის ან ღვთიურის ურწმუნობა, შეიძლება ნემისმიერ ბაზას ან საერთოდ არანაირ ბაზას ეყრდნობოდეს, მაშასადამე მას რაციონალიზმი არ სჭირდება. უფრო მეტიც, თავად რაციონალიზმი არც ამტკიცებს და არც უარყოფს ათეიზმს. თუმცა ეს ისტორიულად ასე არ იყო. დღესდღეობით მოღვაწე რაციონალისტთა უმეტესობა, ყველა თუ არა, მათ შორის ისეთი მეცნიერი, როგორიცაა რიჩარდ დოუკინსი და აქტივისტი სანალ ედამარუკუ, ათეისტები არიან.
რელიგიური დისკუსიის ფარგლებს გარეთ, რაციონალიზმის დისციპლინა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფრო ვრცლად, მაგ. პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებში. ამ შემთხვევებში რაციონალური პერსპექტივის განმსაზღვრელი თვისებაა ემოციის, ტრადიციისა და გავრცელებულ რწმენათა უარყოფა.
XX საუკუნის შუა რიცხვებში არსებობდა ორგანიზებული რაციონალიზმის ძლიერი ტრადიცია, რომელზეც განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინეს თავისუფალმა მოაზროვნეებმა და ინტელექტუალებმა. მაგ. დიდ ბრიტანეთში რაციონალიზმი წარმოდგენილია "რაციონალისტური პრესის ასოციაციით", რომელიც 1899 წელს დაფუძნდა.
რაციონალიზმს ამ გაგებით მცირე საერთოა აქვს კონტინენტალური რაციონალიზმის ისტორიულ ფილოსოფიასთან, რომლის პროპაგანდისტები იყვნენ რენე დეკარტი და გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი. XVII და XVIII საუკუნეების ბრიტანული ემპირიზმი და ადრეული XX საუკუნის ლოგიკური პოზიტივიზმი, რომელიც გააფრთებით ეწინააღმდეგებოდა კონტინენტალურ რაციონალიზმს, ზოგიერთ ასპექტებში დღევანდელი გაგების რაციონალიზმთან შედარებადია. შესაბამისაც, ემპირიულ მეცნიერებაზე დაყრდნობა ხშირად თანამედროვე რაციონალიზმის კვაკუთხედად მოიაზრება.
[რედაქტირება] იხ. აგრეთვე
- თავისუფალი აზროვნება
- სკეპტიციზმი
- დეიზმი
- რაციონალისტური ინტერნაციონალი
- რელიგიური თავისუფლება
- უნივერსიზმი
[რედაქტირება] ცნობილი რაციონალისტები
|
|
|
|
|