ჰუმანიზმი
ვიკიპედიიდან
ჰუმანიზმი, მიმდინარეობა ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში რენესანსის პერიოდში, რომელიც ყველაფერზე მაღლა ადამიანსა და ადამიანურ ფასეულობებს აყენებს. იგი მოიცავს XIV-XVI საუკუნეებს და ხასიათდება ანტიკური ტექსტებით დაინტერესებით, ცხოვრების, წერის, აზროვნების სტილის შეცვლით.
თანამედროვე გაგებით ჰუმანიზმი აღნიშნავს აზროვნებას, რომლის უპირველესი საზრუნავია ადამიანის ძირითადი თვისებების განვითარება და ყოველივე იმის წინააღმდეგ გალაშქრება, რაც ადამიანს ბოჭავს და მის დეგრადირებას იწვევს.
ჰუმანიზმი რენესანსის იდეოლოგიას წარმოადგნს. თუკი შუა საუკუნეების ფილოსოფიასა და ლიტერატურაში ყოვლისშემძლე იყო ღმერთი, ჰუმანიზმმა ადამიანის ძალები აღიარა. ეს გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ ამ ეპოქაში დაიწყო ადამიანმა სამყაროს აქტიური ათვისება, შემეცნება. აღმოაჩინეს ამერიკა, ავსტრალია, ადამიანმა პირველად შეძლო შემოევლო დედამიწისთვის და ეჭვი შეეტანა დედამიწის ბრტყელ ფორმაში, კოპერნიკის აღმოჩენამ რელიგიური საკითხები დააყენა ეჭვქვეშ.
შუა საუკუნეების ეკლესია ადამიანის იდეალად თვლიდა ბერს, რომელიც მთელ თავის დროს ღმერთზე და სულის გადარჩენაზე ფიქრში ატარებს. ამ იდეალს უპირისპირდება ახალი გმირი, რომელიც სიცოცხლისკენ მიისწრაფვის და ცდილობს ამოიცნოს, დაიმორჩილოს გარე სამყარო. მისი მიზანი არა საიქიოში სულის გადარჩენაა, არამედ დედამიწაზე რეალური ბედნიერების მიღწევა. ამ ახალი გმირის წარმოსაჩენად ჰუმანისტური ხელოვნება შთაგონების წყაროს ანტიკურ სამყაროში ეძებს, რომელიც ყველაზე მეტადაა გახსნილი ადამიანისთვის.
[რედაქტირება] ჰუმანისტები ეპოქის მიხედვით
- ვერონეზე, გუარინო (1374-1460)
- ვალლა, ლირენცო (1407-1457)
- ფიცინი, მარსილ (1433-1499)
- და ვინჩი, ლეონარდო (1452- 1519)
- ფილელფო, ფრანჩესკო
- ერაზმი (დაახლ. 1466-1536)
- ბუდე, გიიომ (1467-1540)
- მორი, თომას (1478-1535)
- რაბლე, ფრანსუა (1494-1553)
- დოლე, ეტიენ (1509-1546)
- მონტენი, მიშელ დე (1533-1592)
- რუსელი, ბერტრან (1872-1970)
- კამიუ, ალბერ (1913-1960)
- სენტ-ეგზიუპერი, ანტუან დე (1900-1944)
- ბოსტი, ჟან (1934-1995)
- კობოს, მარიო როდრიგეს (სილო) (1938-)