მონდრიანი, პიტ
ვიკიპედიიდან
პიტერ კორნელის (პიტ) მონდრიაანი, 1912 წლიდან მონდრიანი (Pieter Cornelis (Piet) Mondriaan, IPA: [pit 'mɔndɹiɔn]) (7 მარტი, 1872 - 1 თებერვალი, 1944) — ჰოლანდიელი მხატვარი; დე სტიილის მიმდინარეობის მნიშვნელოვანი წევრი. ცნობილია მისი არარეპრეზენტაციული ფერწერული ტილოებით, რომელსაც თავად კომპოზიციებს უწოდებდა და შედგებოდა წითელი, ყვითელი, ლურჯი ან შავი ოთხკუთხა ფორმებისგან, ერთმანეთისგან განცალკევებული შავი მართხკუთხა მონაკვეთებით. ეს იყო თითქმის 30-წლიანი სტილისტური ევოლუციის შედეგი და მას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.