ლეიტენანტი
ვიკიპედიიდან
ლეიტენანტი (ფრ. lieu tenant - მოადგილე, "lieu" - ადგილი და "tenant" - დაკავება ) - დაბალი საოფიცრო შემადგენლობის სამხედრო წოდება მრავალი ქვეყნის არმიაში.
პიველად გამოიყენეს საფრანგეთში XV საუკუნეში ასეულის მეთაურთა მოადგილეებისათვის. XV საუკუნის ბოლოდან ოცმეთაურთა სამხედრო წოდებაა. ქართულ ჯარში არსებობს ლეიტენანტის 3 ხარისხი: 1) უმცროსი ლეიტენანტი. 2) ლეიტენანტი. 3) უფროსი ლეიტენატი.
"უმცროსი ლეიტენანტის" წოდებას ნატო-ს ჯარების უმრავლესობა არ იცნობს. "ლეიტენანტის" და "უფროსი ლეიტენანტის" სამხედრო კოდია "OF-1"