კონსტანტინე I (დავით VI ნარინის ძე)
ვიკიპედიიდან
კონსტანტინე I (― † 1327), იმერეთის მეფე 1293-1327, დავით VI ნარინის ძე. მეფობას ეცილებოდა უმცროსი ძმა მიქელი, რომელმაც დაიპყრო რაჭა-ლეჩხუმი და არგვეთი. ძმებს შორის ბრძოლა კონსტანტინე I-ის გარდაცვალებამდე არ შეწყვეტილა. შინაური არეულობით ისარგებლეს მსხვილმა ფეოდალებმა (დადიანმა, შერვაშიძემ, გურიელმა) და ოდიში (სამეგრელო), აფხაზეთი, გურია ცენტრალური ხელისუფლებისაგან თითქმის დამოუკიდებელ სამთავროებად აქციეს.