კლიმენტი XI
ვიკიპედიიდან
კლიმენტი XI (ლათ. Clemens Undecimus) (ერიკაცობაში ჯოვანი ფრანჩესკო ალბანი) (იტალ. Giovanni Francesco Albani) (* 22 ივლისი 1649, ურბინო, იტალია; † 19 მარტი 1721, რომი, იტალია) - იტალიელი რომის პაპი 1700 - 1721 წ.წ.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
სწავლული ძველ ენებსა და სამართალმცოდნეობაში. კარდინალი 1690 წლიდან, პაპად აირჩიეს 1700 წლის 23 ნოემბერს. დაგმო და მოკვეთა ეკლესიას იანსენისტების მოძრაობა და იყო ლუი XIV-ის მომხრე ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში ავსტრიის წინააღმდეგ. კლიმენტი XI-მ გულითადად მიიღო სულხან-საბა ორბელიანი, რაც ამ უკანასკნელს დაწვრილებით აქვს აღწერილი ნაწარმოებში "მოგზაურობა ევროპაში".