კართაგენი
ვიკიპედიიდან
კართაგენი, (ლათ. Carthago; ბერძნ. Καρχηδων = Karchē'dōn) ანტიკური ქალაქი-სახელმწიფო ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე. წარმოიშვა ტვიროსელ ფინიკიელთა სავაჭრო კოლონიის ადგილას (ამჟამინდელი ტუნისის ყურე)დაახლოებით ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს, ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, სავაჭრო კოლონიათა ფართო ქსელმა განამტკიცა კართაგენის ბატონობა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სავაჭრო გზებზე.