კალიფორნია
ვიკიპედიიდან
კალიფორნია (California, Ca), შტატი აშშ-ში, მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. სახელი მინიშნებაა ესპანური სიმღერის წარმოსახვითი კუნძულისა, რომლის მმართველი იყო დედოფალი კალაფია. XVIII ს-ის დასაწყისამდე კარტოგრაფებს იგი წარმოდგენილი ჰქონდათ კუნძულის სახით. 1769 წელს კალიფორნია დაიპყრო ესპანეთმა; 1846 – დამოუკიდებელი რესპუბლიკა. 1848 – მექსიკასთან ომის შემდეგ შეიერთა აშშ-მ. 1850-დან აშშ-ს შტატია.
- ფართობი – 404 ათასი.
- მოსახლეობა - 35,785 ათასი (თეთრი 64 %, აფროამერიკელი 6,4 %, ლათინურამერიკელი 21 %, აზიელი 8,6 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 91,3 %.
- ქალაქები – საკრამენტო (დედაქალაქი), 376 ათასი, ლოს-ანჯელესი (სრული სახელი: El Pueblo de Nuestra Señora la Reina de los Angeles de Porciuncula, დაარს. 1781, 3.553 ათასი), სან დიეგო, 1.171 ათასი, სან ხოსე, 839 ათასი, სან ფრანსისკო (დაარს. 1848), 735 ათასი, ლონგ-ბიჩი, 422 ათასი, ოკლენდი, 367 ათასი.
- ცნობილი ადამიანები – უოლტ დისნეი, ჯეკ ლონდონი, მერლინ მონრო, რონალდ რეიგანი, ჯონ სტეიბეკი.
- თავისებურებები – უდიდესი შტატია მოსახლეობით, უდიდესი სასოფლო-სამეურნეო რაიონი, ელექტოტექნიკური მრეწველობა (სილიკონის ველი), სიერა-ნევადა, სიკვდილის ველი (282 მ ზღვის დონის დაბლა).